გევორგ მირზაიანი
რეალურად კი ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ერთიანი ევროპის სახე სულ უფრო ილუზორული ხდება.
ევროკავშირის დღეისათვის ყველაზე წარმატებული ინტეგრაციული პროექტია მსოფლიოში; ეტაპობრივი ინტეგრაციისა და სხვა ინტეგრაციული პროექტების ― მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის, სამაგალითო მოდელი. მასზე ორიენტირდებოდნენ, მის გამოცდილებას სწავლობდნენ სხვა ინტეგრატორები. აი ახლაც, კორონავირუსის ეპიდემიისას, ევროკავშაირი კვლავ მაგალითად იქცა დანარჩენებისთვის. მაგრამ იმის მაგალითად, როგორ არ უნდა მოიქცე.
ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა 23 აპრილის ონლაინ-სამიტმა. ამ ვიდეოშეხვედრაზე სახელმწიფოთა ლიდერებმა თითქოს მოილაპარაკეს. კერძოდ, ევროკავშირმა შეათანხმა მოკლევადიანი პროგრამა ― 540 მილიარდი დოლარი გამოყო კორონავირუსით დაზარალებული ეროვნული ეკონომიკების აღსადგენად. აქედან 100 მლრდ უმუშევრობის შესაძლო ზრდის რისკების შესარბილებლად გაიხარჯება, 200 მლრდ ― საწარმოების დაკრედიტებაზე და კიდევ 240 მლრდ ― წევრი ქვეყნების დახმარებაზე კორონავირუსთან ბრძოლაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მიღწეულ შეთანხმებას „დიდებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მისი წარმოდგენა შეუძ₾ებელი იყო“. ნრა თქმა უნდა, დოლუმენტი უფრო ადრე უნდა მიეღოთ ― როცა იგივე იტალიას მხარდაჭერა სჭირდებოდა ― მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
მეორე მხრივ, ევროპაში აღიარებენ, რომ ეს შეთანხმება ზღვასი წვეთია. ის აშკარად არ არის საკმარისი. აშკარაა, რომ თანამეგობრობის ეკონომიკა ძალიან სერიოზულად დაზარალდება ― ყველაზე პესიმისტური პროგნოზებით ― 15%-ით შემცირდება.
ამიტომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკმაყოფილოა მიღწეული კომპრომისით ― ის უფრო მასშტაბურ პასუხს ელოდება. ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა ჯამური შიდა პროდუქტის !0% უნდა დახარჯოს კრიზისთან ბრძოლაში. და დღის წესრიგში მართლაც დგას სხვა, დახმარების უფრო მასშტაბური პროექტი, რომლის საერთო ღირებულებაც 1,6-დან 2 ტრილიონ დოლარამდეა. მაგრამ მისი შეთანხმება ვერა და ვერ ხერხდება.
მთავარი მიზეზი მარტივია ― ევროპა ვეღარ ხედავს თავს ერთიან ორგანიზმად და არ ესმის, რატომაა აუცილებელი გადაიხადოს „სხვების“ პრობლემების გამო. ასე მაგალითად, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ დახმარებათა პაკეტი გრანტების ან კოლექტიური ევრობონდების სახით უნდა გაიცეს, დანია, ავსტრია, ნიდერლანდები და სხვა ქვეყნები კი მხოლოდ დაბრუნებად კრედიტებზე საუბრობენ.
და მათთვის თღრმად სულერთია, რომ იგივე იტალია ისედაც გადატვირთულია საკრედიტო ვალდებულებებით. ისინი ბანალურად ვერ გრძნობენ სოლიდარობას სხვა წევრების მიმართ.
გარდა ამისა, მთელოი რიგი ქვეყნები არ ენდობიან ევროკავშირს და ამიტომ ―ეს უკვე მეორე საკითხია ― მზად არ არიან აქციონ ეს მასშტაბური პროექტი ევროკავშირის ბიუჯეტის ნაწილად.
ამჟამინდელი კრიზისი ათამამებს ნაციონალურ ეგოზმს და აძლიერებს უნდობლობას ცენტრალიზებული მართვის ინსტიტუტებისადმი ― რაც ძალიან ნაცნობი სიტუაციაა პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობისთვის. ეს იდეალური შტორმია, რომელმაც არაერთი მძლავრი ინტეგრაციული დაჯგუფება და მრავალეროვნული პროექტი დაშალა.
ევროკავშირი, როგორც ევროკომისიამ, ისე ნაციონალურმა ელიტებმა, უბრალოდ კი არ უნდა მიიღონ დახმარების მასშტაბური პაკეტი, არამედ რაღაცნაირად მოსახლეობისა და ელიტების ნდობაც უნდა აღადგინონ ერთიანი ევროპის მიმართ.
როგორც აბსოლუტურად სწორად შენიშნა კანცლერმა მერკელმა, „ევროპის კეთილდღეობა ― ეს სოლიდარობის კი არა, ეროვნული ინტერესის საკითხია“.
თანამეგობრობის ერთი ქვეყნის ელიტების რადიკალიზაცია, გადაწყვეტილებების მიღების კოლექტიური პრინციპის პირობებში, ყველა სხვა ქვეყანას ითრევს. ამიტომ წარმატებული ქვეყნები, რაღაც დონით, უღარიბესი ქვეყნების პრობლემების მძევლები ხდებიან. მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა საკუთარი ხარჯებით ბევრად იაფია, ვიდრე კრიზისის გაღრმავების დაშვება ან ევროკავშირის რღვევა.
P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!