პესკოვმა მოახლოებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველა

© photo: Sputnik / Sergey Guneevდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ეკონომიკის რეცესია, გამოწვეული კორონავირუსის გავრცელებით, იქნება გაცილებით უფრო მძლავრი, ვიდრე ბოლო ფინანსური კრიზისის დროს იყო, მიაჩნიათ ექსპერტებს

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. უნდა მოვემზადოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისთვის, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად კორონავირუსით იქნება გამოწვეული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მათ შორის კორონავირუსითაც არის გამოწვეული, აუცილებლად შეგვეხება და ამისათვის უნდა მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, უამრავი სახელმწიფოს მხრიდან საჭირო გახდება ანტიკრიზისული ზომების კოორდინაცია, ამიტომ ბევრი სამუშაო მოგვიწევს“, - განაცხადა პესკოვმა.

კორონავირუსი. მოსკოვი. ყველა სპექტაკლი გაუქმებულია - Sputnik საქართველო
როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის მოქალაქეები - ყველა ავიარეისი შეჩერებულია

კვლევითი და ანალიტიკური კომპანია IHS Markit-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ COVID-19-ით გამოწვეული რეცესია იქნება გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს იყო. რეალური გლობალური მშპ 2020 წელს 2,8%-ით უნდა დაეცეს (2009 წელს 1,7%-თან შედარებით).

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 1 226 532-ს შეადგენს, გარდაცვლილია 66 548 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 253 864 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0