გრეტა ტუნბერგი: ერთბაშად ორი კრიზისი უნდა გადაიჭრას - პანდემია და კლიმატის ცვლილება

© AP Photo / Paul Whiteგრეტა ტუმბერგი
გრეტა ტუმბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლაციაში იმყოფება, შვედი ეკოაქტივისტის გაფიცვებმაც ვირტუალური ფორმა შეიძინა

თბილისი, 22 აპრილი - Sputnk. მსოფლიოში ცნობილმა შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსის ინფექციის პანდემიის პერიოდშიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გლობალური დათბობის პრობლემა არ გაქრება. ამის შესახებ The Daily Mail წერს.

ერთბაშად ორი კრიზისის გადაჭრისკენ 17 წლის აქტივისტმა საერთაშორისო საზოგადოებას დედამიწის დღეს - 22 აპრილს მოუწოდა. მისი სიტყვებით, COVID-19-მა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერთა მოსაზრების გათვალისწინება.

ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლაციაში იმყოფება, შვედი მოზარდის გაფიცვებმა ვირტუალური ფორმა შეიძინა. ამასთან, ტუნბერგი თავის მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებს.

© AFP 2024 / Fabrice Coffriniშვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში
გრეტა ტუნბერგი: ერთბაშად ორი კრიზისი უნდა გადაიჭრას - პანდემია და კლიმატის ცვლილება - Sputnik საქართველო
შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში

როგორც გრეტა ტუნბერგმა თავის ხელმომწერებს ცოტა ხნის წინ უამბო, ევროპაში მოგზაურობის შემდეგ ეჭვობდა, რომ კორონავირუსით იყო ავად. დაავადების ნიშნები ჰქონდა მამამისსაც. ამიტომ მამა-შვილი თვითიზოლაციაში მოექცა. თუმცა ოფიციალურად ვირუსის დიაგნოზი არცერთისთვის არ დაუსვამთ.

გრეტა ტუნბერგმა სახელი გაითქვა 2019 წლის სექტემბერში გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. დეკემბერში ჟურნალმა Time-მა მას წლის ადამიანი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0