Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ აისახა კორონავირუსი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ჩატარდება თუ არა არჩევნები-2020

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის საპროტესტო აქცია. 5 თებერვალი
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 5 თებერვალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ იქნება მიღებული საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, რადგან წინ ერთთვიანი საჯარო განხილვებია.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არ შეჩერებულა კორონავირუსისა და მრავალი შეზღუდვის მიუხედავად, თუმცა მან სრულიად ახალი ელფერი შეიძინა იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი ქვეყნისთვის არჩევნების წელია.

იმის გამო, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, ხოლო კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, წინასაარჩევნო კამპანიამ ცვლილებები განიცადა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადებას ვერ შეაფერხებს

ამასთან ერთად, კითხვა - როგორ ჩატარდება არჩევნები - კვლავ ღიად რჩება. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია სამი თვის განმავლობაში იბრძოდნენ, ახლა უკვე ჰაერში დარჩა და საგანგებო მდგომარეობის მოხსნისთანავეც არ იქნება მიღებული, რადგან წინ კიდევ ერთთვიანი საჯარო განხილვები გველოდება.

ქვეყანას არ გააჩნია არც ახალი საარჩევნო კოდექსი. მასზე დღემდე მიმდინარეობს მუშაობა.

ოპოზიციამ კი წინასაარჩევნო კამპანია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.

რას აკეთებს ოპოზიცია

კორონავირუსული პანდემიის დროს ქართული ოპოზიციის ყველა საქმიანობა შეიძლება უხეშად დაიყოს ორ ნაწილად: ხელისუფლების კრიტიკა და საკუთარი გეგმების შეთავაზება და მცირე აქციები მოსახლეობის დასახმარებლად.

პირველ ნაწილში განსაკუთრებით გამოირჩევა საპარლამენტო ოპოზიცია - როგორც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, რომლებიც თითქმის ყოველდღე იყენებენ ოპოზიციური ტელეარხების ტრიბუნას ხელისუფლების კრიტიკისთვის.

სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

დღეისათვის მათი კრიტიკის მთავარი საგანი გახდა ანტიკრიზისული გეგმის არარსებობა, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას შეძლებს.

„საგანგებო მდგომარეობას მძიმე შედეგები მოსდევს, ამიტომ როდესაც ადამიანებს სახლებში გამოკეტავ, ამის გაკეთება არ შეიძლება კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის, ოჯახების კონკრეტული დახმარების, შეზღუდვების კრიტერიუმების გარეშე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა მთავრობას უკვე წარუდგინა.

მსგავსი დოკუმენტი აქვთ ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით და ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.

ბლოკპოსტი გზაზე - Sputnik საქართველო
რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დასრულდება კომენდანტის საათი?

პარტია „ახალი საქართველო“ და მისი ლიდერი გიორგი ვაშაძე, თავის მხრივ, საქართველოში საყოველთაო ტესტირების ჩატარებას მოითხოვს.

„დანაშაულებრივი სიჯიუტეა, რომ არ ვატარებთ მასობრივ ტესტირებას და ამის გამო გვიწევს საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გაგრძელება. დიახ, დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო ჩვენ გვიწევს უაზრო შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში მანქანებით გადაადგილებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დანაშაულებრივი სიჯიუტის გამო, ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად, უკვე შიმშილის პრობლემის წინაშე დგას დღეს საზოგადოება“, - განაცხადა ვაშაძემ.

თუმცა პარტიები ბოლო დროს მხოლოდ კრიტიკას არ ჯერდებიან. მაგალითად, „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა“ საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ რეალური საპროტესტო აქცია მოაწყო, რომელიც მისი მონაწილეების დაკავებითა და დაჯარიმებით დასრულდა.

ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება >>

თუმცა კრიტიკასთან ერთად ოპოზიცია არჩევნებსაც არ ივიწყებს. კორონავირუსის მიუხედავად, 28 ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში დემოკრატიის დაცვის თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.

მიმართვის მიზეზი გახდა პოლიტიკური ლიდერებისთვის გამოტანილი განაჩენები და დღემდე მიუღებელი საკონსტიტუციო ცვლილებები.

აქვს თუ არა შანსი ოპოზიციას

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ოპოზიციის აქტიურობას და მისი მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას არჩევნებს და დაკარგულ ქულებს უკავშირებს.

მცხეთის შესასვლელი - Sputnik საქართველო
რას წერენ ქართული გაზეთები: როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ

„ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიცია ხვდება, რომ ინიციატივა მთავრობის მხარესაა და მან რაღაც უნდა გააკეთოს. ამიტომ თუ გადავხედავთ ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი ტელეარხების განცხადებებს, მხოლოდ ნეგატივს დავინახავთ. ოპოზიცია და ტელეარხები მთავრობის ტოტალური გაშავების პოლიტიკას ეწევიან“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სიხარულიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ კრიტიკის მეშვეობით ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა დაასახელა.

„ცხადია, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. თუ მთავრობა კორონავირუსს წინასაარჩევნო კამპანიაში ავტომატურად იყენებს, ოპოზიცია ცდილობს ნეგატივით ებრძოლოს მთავრობის წარმატებებს და, ბუნებრივია, აქტიურად იყენებს ეკონომიკურ საკითხს“, - განაცხადა სიხარულიძემ.

აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია ხშირად პოპულიზმით არის დაკავებული და არარეალურ, უსაფუძვლო წინადადებებს აყენებს.

რას ფიქრობს ხალხი

კორონავირუსის პანდემიის და ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოში ხალხს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკოსების აზრი და დაპირებებზე მეტად ყოველდღიური საკითხები ადარდებს.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 აპრილისთვის >>

ამჟამად სოციალურ ქსელებში მთავარი თემა ის კი არ არის, ვინ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს და რომელ აქციაზე წავა, არამედ როგორ უნდა გადარჩე ტოტალური აკრძალვების ეპოქაში და რა დახმარებას უნდა ელოდო სახელმწიფოსგან.

ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, პარტიების განცხადებებს ჯერჯერობით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ყველა ახალი ამბავი
0