საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა მგზავრთა მომსახურების პროცედურები შეიცვალოს 

© photo: Sputnikთვითმფრინავები აეროპორტში
თვითმფრინავები აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს, რომელსაც უცხოეთიდან თანამემამულეები ჩამოჰყავს.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა მგზავრთა მომსახურების წესები ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეული ცვლილებები შევიდეს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“.

„გირჩმა“ საგანგებო მდგომარეობა გააპროტესტა – დაკავებულია პარტიის ლიდერი და აქტივისტები >>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს, რომელსაც უცხოეთიდან თანამემამულეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან აუცილებელ კარანტინს გადიან.

„აეროპორტში ბევრი სერვისია და აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში. სავარაუდოდ თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე შესაძლებელია დამატებითი სკრინინგებიც გახდეს საჭირო“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ნავთობის კრიზისს გაზის კრიზისიც მოჰყვება

მისი თქმით, ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც.

საქართველომ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 22 მაისის ჩათვლით გადაავადა. ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

რაც შეეხება საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებში თანამშრომლებს, თამარ არჩუაძის თქმით, მათი ნაწილი მუშაობას განაგრძობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომარეობის გამო, რეგულარულ სამგზავრო რეისებს არ ემსახურება, ჩვენ მაინც სულ მზადყოფნაში ვართ, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოვემსახუროთ ჩარტერულ და ტექნიკურ ფრენებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას თბილისისა და ბათუმის აეროპორტები სათადარიგო აეროპორტებად. ამიტომ ადგილზე ვინარჩუნებთ იმ მინიმალურად საჭირო მორიგე პერსონალს, რომელთა ყოფნაც აეროპორტში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად აუცილებელია“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში საქართველოს 7,6 ათასი მოქალაქე დაბრუნდა

რაც შეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თქმით, ადგილობრივ აეროპორტებში ფრენები არ ხორციელდება. მაგრამ აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით, თანამშრომელთა ნაწილი ადგილზე სამუშაო რეჟიმში რჩება, ვინაიდან დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას მოვლა სჭირდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს გამოცხადდა. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

26 აპრილის ჩათვლით აკრძალულია ყველა იმ მსუბუქი ავტომობილის გადაადგილება, რომელსაც არ ექნება სპეციალური საშვი, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედების დროს გადაადგილებისთვის არის გაცემული. ასევე სავალდებულო გახდა სამედიცინო პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში - შესრულებაზე პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებს ეკისრებათ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 23 აპრილისთვის >>

დღეისთვის ქვეყანაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, აუცილებელია ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევა,  გამოჯანმრთელებულია - 111 პაციენტი, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5223 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0