Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა

© Sputnik / Alex Shlamovბლოკპოსტი თბილისის შემოსასვლელში
ბლოკპოსტი თბილისის შემოსასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 336 შეადგინა. ეპიდემიოლოგები პიკს ელოდებიან, ხელისუფლება კი ზომების გამკაცრებას განაგრძობს, რათა არ დაუშვას დაავადების გავრცელება და შეინარჩუნოს ქვეყნის წამყვანი პოზიცია ახალ ვირუსთან ბრძოლაში.

ინფიცირებულთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა. ის რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაავადებულთა რაოდენობა ათასს არ ასცდენია.

ექსპერტები ამგვარ შედეგს მიაწერენ წინასწარ გატარებულ ზომებსა და ქართველი ეპიდემიოლოგების კარგ მუშაობას.

ბლოკპოსტი თბილისის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა

როგორც სხვა რესპირატორული ვირუსები, კორონავირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით - ინფიცირებული ზედაპირის და შემდეგ სახის შეხებისას. ვირუსი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეეყაროს. თუმცა განსაკუთრებით საშიში ის 65 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვისაა. ამასთან, COVID-19 შესაძლოა საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

საქართველოში ჩინეთთან ავიამიმოსვლა ჯერ კიდევ ქვეყანაში 26 თებერვალს პირველი შემთხვევის გამოვლენამდე შეწყდა, ჩაიკეტა საზღვარი ირანთან, ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უზომავდნენ ტემპერატურას და სიცხიანებს კლინიკებში გზავნიდნენ.

კორონავირუსის ტესტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 4 თებერვალს მიიღო და 26 თებერვლისთვის 30 ადამიანი ჰყავდა შემოწმებული.

საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა 10 დღით აიკრძალება>>

საქართველოში პირველი ინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ სასწრაფოდ გადაიდგა ნაბიჯები, რათა კორონავირუსი ქვეყანაში არ გავრცელებულიყო.

პირველი ნაბიჯები

ხელისუფლებამ თავიდანვე დახურა ყველა სასწავლო დაწესებულება და დაიწყო შენობების, ტრანსპორტისა და მასობრივი თავშეყრის ადგილების დეზინფექცია.

ინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე არ იყო გაზრდილი, როდესაც ხელისუფლებამ კარანტინი დაუწესა საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს, დაიწყო ტვირთების დეზინფექცია, დახურა თეატრები და მუზეუმები.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

20 მარტისთვის, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 45-ს მიაღწია, დაიხურა მაღაზიების უმეტესობა, ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები, შეწყდა მიკროავტობუსების მოძრაობა, დაიხურა ზამთრის კურორტები.

გარდა ამისა, ქვეყანამ მთლიანად ჩაკეტა საზღვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის, თავისი მოქალაქეები კი, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ, კარანტინში მოათავსა.

ხელისუფლებამ იმთავითვე გადაწყვიტა შეღავათების დაწესება ტურისტული ბიზნესისთვის და კრედიტების გადავადება ყველა მოქალაქისთვის. გარდა ამისა, ლარის გაუფასურების ფონზე ხელისუფლებამ კონტროლი დააწესა ცხრა დასახელების პროდუქტის ფასებზე, მათ შორის, ფქვილზე, შაქარზე, ზეთზე, მაკარონზე.

საგანგებო მდგომარეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ამა თუ იმ ზომების გატარებისას ხელმძღვანელობდა მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რჩევებით.

„თუ გინდათ, რომ ქართველი ერი და ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“ - პაატა იმნაძე>>

სწორედ ექიმების რეკომენდაციით, როდესაც დაავადებულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია, ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილამდე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პოლიციის დასახმარებლად გამწესდა ქართული ჯარის დანაყოფები და გამკაცრდა ზომები. შეწყდა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, რაიონის შიგნით მოძრაობის გამოკლებით.

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
ვის არ შეეხება ჩაკეტილ ქალაქებში გადაადგილებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვები

გარდა ამისა, ქვეყანაში აიკრძალა 10-ზე მეტი მოქალაქის თავშეყრა, ქორწილები, ქელეხები და ნებისმიერი სხვა მასობრივი ღონისძიება. დაიხურა პარკები და გასართობი ცენტრები.

დაიხურა ასევე ყველა მაღაზია, სასურსათო, შხამ-ქიმიკატების, ზოომაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. თუმცა გაგრძელდა დისტანციური გაყიდვა.

საქართველოში წესების დაცვის გასაკონტროლებლად დაწესდა 3000-ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის და 15 ათასლარიანი - იურიდიული პირებისთვის.

ყველა დიდ ქალაქში გამოჩნდა საგუშაგოები მოქალაქეთა გადაადგილების გასაკონტროლებლად და ტემპერატურის გასაზომად.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორ დღეში ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ქვემო ქართლის ორ რაიონში - მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა და ამოქმედდა მკაცრი შეზღუდვები ქუჩებში მოძრაობაზე, დაიხურა ყველა ობიექტი, გარდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანისა.

საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში>>

ასეთი რეჟიმი საქართველოში მოქმედებდა 31 მარტამდე, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 100-ს არ აღემატებოდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა სამედიცინო სექტორის განვითარებაზე. ქვეყანაში ჩვეულებრივი ტესტების გარდა, გამოჩნდა ე.წ. „ექსპრეს-ტესტები“, საგანგებო მომზადება გაიარეს ექიმებმა და კლინიკებმა. დამტკიცდა პაციენტების ტესტირებისა და მკურნალობის პროტოკოლი და გაიხსნა სპეციალიზებული ცენტრები ახალი კორონავირუსის სიმპტომებიანი ავადმყოფებისთვის.

ახალი წესები და აკრძალვები

31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება.

ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე

70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აეკრძალათ სახლიდან გამოსვლა, დანარჩენებისთვის დაწესდა შეზღუდვები, კერძოდ, 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გამოცხადდა კომენდანტის საათი. გარდა ამისა, შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ავტომობილითა და ტაქსით გადაადგილება კი მხოლოდ წესების დაცვითაა შესაძლებელი: მძღოლი და მაქსიმუმ ორი ადამიანი უკანა სავარძელზე.

შეიზღუდა ონლაინ გაყიდვებზე წვდომაც. დისტანციურად შესაძლებელია მხოლოდ კერძების, პროდუქტების, მედიკამენტებისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა.

გარდა ამისა, აიკრძალა ყველა საწარმოს საქმიანობა სპეციალური ნებართვის გარეშე. აიკრძალა სამ კაცზე მეტის თავშეყრა ნებისმიერ ადგილზე, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიებისა, ამასთან, აუცილებელია რიგში ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

პანდემია და ცხოვრება დისტანციურად: როგორი ვირტუალური რეალობაა საქართველოში>>

ამა თუ იმ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების პარალელურად ხელისუფლება იღებს ამ რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილებას. კერძოდ, კარანტინი გამოცხადდა ლენტეხის რაიონში, ქობულეთის რაიონის ოთხ და ხაშურის რაიონის ერთ სოფელში.

მყიდველი მაღაზიაში - Sputnik საქართველო
რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

რა იქნება შემდეგ

ახლა, როდესაც საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და ჩაკეტა ოთხი ყველაზე დიდი ქალაქი.

თუმცა ხელისუფლება კვლავ იკავებს თავს ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისგან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კარანტინის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ინფიცირების გარკვეული დინამიკის შემთხვევაში იქნება მიღებული.

როგორც მან განმარტა, საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში ეკონომიკის სრულ გაჩერებას უკავშირდება და ხელისუფლებას არ უნდა ასეთი ზომების წინასწარ მიღება.

კორონავირუსი საქართველოში: სამშენებლო ობიექტებს უსაფრთხოების მხრივ ამოწმებენ>>

რაც შეეხება გავრცელების პიკს, ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით თავს იკავებენ კონკრეტული თარიღების დასახელებისგან და მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

ყველა ახალი ამბავი
0