რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

© Sputnik / Shota Nozadzeმყიდველი მაღაზიაში
მყიდველი მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფასების ზრდის მიზეზებზე დღეს თითქმის ყველა საუბრობს. სხვაგვარად შეუძლებელია – როდესაც მაღაზიას ეწვევი, იძულებული ხარ, ამ თემას შეეხო.

საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის მგრნობიარე იყო მსოფლიო ბაზარზე ნებისმიერი რყევის მიმართ. არცაა გასაკვირი, რადგან ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქტია, ფასების ზრდა COVID-19-თან გლობალური ბრძოლის პერიოდში სრულიად ლოგიკურად მოგვეჩვენება.

მაგრამ შეიძლება კი ლარის ფიასკო და დოლარის მიმართ 3,6-მდე გაუფასურება კორონავირუსს მივაწეროთ, თუ ყველაფერი პანდემიამდე და საზღვრების დაკეტვამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო?

ანალიტიკოსები მთავრობას საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაში დაეხმარებიან>>

ამ კითხვაზე გასული წლის ანალოგიური პერიოდის ანალიზის გარეშე სრული პასუხის გაცემა არ გამოვა, ასეთი მოსაზრება აქვს ახალგაზრდა ქართველ ეკონომისტს, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.

„ანალოგიისთვის ავიღოთ გასული წლის იგივე პერიოდი. გასულ წელს გადახრები არ იყო მანამ, სანამ ივნისის მოვლენები არ მოხდა, რომლებმაც ჩვენს ეკონომიკაზე მოახდინა გავლენა. საუბარია რუსეთის სანქციებზე და იმაზე, თუ როგორ იქცეოდა ბაზარი ამ სანქციების მოლოდინში. აჟიოტაჟმა ადგილობრივ ბაზარზე, ფაქტობრივად, გადაატრიალა ჩვენი ეკონომიკა. კურსი გაუფასურდა“, – განუცხადა ბაირახტარმა „Sputnik–საქართველოს“.

მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან პრაქტიკულად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, ხოლო რაც გაკეთდა, სამწუხაროდ, გვიან, და მას სათანადო ეფექტი არ ჰქონია.

აქ ყველა ექსპერტი ერთხმად თანხმდება, რომ გლობალური რეცესია, ან, სხვა სიტყვებით, ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალი გახდა. ამ პირობებში სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება შიდა წარმოების მაქსიმალური განვითარება, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქონლის იმპორტზე.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ლარის ვარდნა შენელდა

„ვნახე „საქსტატის“ მონაცემები. იმპორტთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა ოთხჯერ შემცირდა. ასეთ დროს აბსურდია, იყო ორიენტირებული ექსპორტზე და ეკონომიკურ ზრდაზე. საჭიროა მხოლოდ მცდელობა, რომ შემცირდეს სოციალური ზეწოლა“, – მიიჩნევს ეკონომისტი.

ბაირახტარი ამბობს, რომ არასწორია ტრაბახი იმით, რომ მოხერხდა დოლარის მიმართ ლარის კურსის 3,6-დან 3,1-მდე ჩამოყვანა. რადგან ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტროს ამოცანა იყო, რომ ლარის კურსის ასეთი ნახტომი თავიდანვე აღეკვეთათ.

ეკონომისტი ვალუტის გაუფასურებას უკავშირებს არა მხოლოდ გლობალურ პროცესებს, არამედ შიდა ფაქტორებსაც. ერთ-ერთი გახდა საპენსიო ფონდის მიერ ნახევარი მილიარდი ლარის გადარიცხვა კომერციული ბანკების ანგარიშებზე. სწორედ ამან შეუწყო ხელი გაუფასურების დაწყებას.

საქართველოს საგარეო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 2,7%-ით დაეცა>>

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დაახლოებით ორი თვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული იქნება ორ ასპექტზე: მსოფლიო ზესახელმწიფოების ეკონომიკების გამოსვლაზე კორონავირუსის შედეგებიდან და ადგილობრივი, ქართული წარმოების განვითარებაზე.

„ფასები გაიზრდება მანამ, სანამ ეროვნული ვალუტის კურსი არ დასტაბილურდება. თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს საჭირო ზომებს, ფასების ზრდა გაგრძელდება“, – მიიჩნევს ბაირახტარი.

მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ ვითარებას ექსპერტი „შავ გედს“ უწოდებს, როდესაც მოულოდნელი და მასშტაბური მოვლენები კარდინალურად ცვლის ცხოვრების მსვლელობასა და ქვეყნების განვითარებას, ისტორიის გზას. დღეს მსოფლიო საზოგადოება სწორედ ამგვარ მოვლენას შეეჯახა.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტი დემურ გიორხელიძე ეთანხმება თავის კოლეგას – ფასების ზრდა არ იყო მოულოდნელი და საქმე კვლავ იმპორტს ეხება.

ნიორი - Sputnik საქართველო
ოქროს ფასი დაედო: საქართველოში ნივრისა და ლიმონის ფასები გაიზარდა, ხოლო კოჭა საერთოდ გაქრა

„პირველ რიგში, ეს, რამდენიმე მიზეზის გამო, მოულოდნელობა არ ყოფილა. ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე. ბევრი ქვეყანა დგას დღეს გამოწვევის წინაშე – ეს მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტი გაჩნდეს. ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება კი, უკვე ბოლო 30 წელია, სოციალურად უპასუხისმგებლო პოლიტიკას ატარებს. ასეთია რეალობა და ობიექტური მიზეზები“, – განუცხადა დემურ გიორხელიძემ „Sputnik–საქართველოს“.

ბაირახტარის მსგავსად, გიორხელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები და მზად იყოს ამისთვის.

„საქართველოში არსებულ ვითარებას ნეოლიბერალურ ჭაობს ვუწოდებ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენში პოსტსაბჭოური აზროვნებაა დარჩენილი. ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს იმ რესურსების განვითარება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, აგრარული სექტორის განვითარება. ვერავინ იტყვის, რომ ნიდერლანდები მხოლოდ აგრარული ქვეყანაა, ამასთან, დაახლოებით 100 მლრდ ევრო ქვეყნისთვის მხოლოდ სოფლის მეურნეობას მოაქვს. ეს ყველაფერი აგრარული სექტორის წყალობით“, – მიიჩნევს გიორხელიძე.

გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით>>

ამგვარად, ექსპერტები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ რთული დრო ეკონომიკაში კიდევ შეგვახსენებს თავს და აქ სახელმწიფომ გონივრულად უნდა იმოქმედოს. კორონავირუსთან დაკავშირებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს ეკონომიკის სუსტი ადგილები, რომელთაგან ერთ-ერთია ორიენტირება პროდუქტების შემოტანაზე.

სურსათისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ადგილობრივმა საწარმოებმა წარმოების მოცულობა უნდა გაზარდონ, და სახელმწიფომ მათ, ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკით, ხელი უნდა შეუწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0