ეროვნული ბანკის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ლარის ვარდნა შენელდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 მარტისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ქართული ვალუტისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია. 

გაფრთხილება უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ სასურსათო მაღაზიის შესასვლელში - Sputnik საქართველო
ლარის პიკი: ხელისუფლებამ ფასების შესაკავებლად ანტიკრიზისული პროგრამა მოამზადა

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით გაუფასურდა.

იმისათვის, რომ შეაჩეროს ლარის ვარდნა და მიმუმამდე დაიყვანოს კურსის გავლენა ინფლაციაზე, ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამი ინტერვენცია.

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რისი წყალობითაც ლარის ვარდნის ტემპი შენელდა.

რა დაემართა ლარს

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა კრიტიკულ ვითარებაშია და ის არაპროგნოზირებადია. 

ლარის კურსი 3.110 - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა - ლარი ოდნავ გამყარდა

ამავე დროს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლარის კურსის სწრაფი ვარდნა პანიკასთან და ნეგატიურ მოლოდინებთან, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივ შეჩერებასთან არის დაკავშირებული.

ვალუტის ვარდნის ფონზე ეროვნულმა ბანკმა 18 მარტს გადაწყვიტა, რომ არ შეცვალოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-ის დონეზე დატოვა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0