ლარის პიკი: ხელისუფლებამ ფასების შესაკავებლად ანტიკრიზისული პროგრამა მოამზადა

© Sputnik / STRINGERგაფრთხილება უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ სასურსათო მაღაზიის შესასვლელში
გაფრთხილება უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ სასურსათო მაღაზიის შესასვლელში - Sputnik საქართველო
იმპორტიორების აზრით, ლარის კურსის ვარდნა ფასების გარდაუვალ მატებას გამოიწვევს, თუმცა ხელისუფლება მზადაა, არ დაუშვას თუნდაც პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4494 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ქართული ვალუტისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით გაუფასურდა.

აშშ დოლარები - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად კიდევ 40 მლნ დოლარს გაყიდის

იმისთვის, რომ შეაჩეროს ლარის ვარდნა და მიმუმამდე დაიყვანოს კურსის გავლენა ინფლაციაზე, ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ჯამში 60 მილიონი დოლარის ორი ინტერვენცია და 25 მარტს კიდევ 40 მილიონს გაყიდის.

მიუხედავად ეროვნული ბანკის ძალისხმევისა, იმპორტიორებმა უკვე განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ არსებული ფასების შენარჩუნება და საქონელი გაძვირდება.

როგორც დისტრიბუტორების ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა, უახლოეს დღეებში ფასები გადაიხედება და გაიზრდება, რადგან მათ და იმპორტიორ კომპანიებს არ შეუძლიათ ამჟამინდელი კურსის პირობებში იმავე ფასებით ოპერირება.

საქართველოში 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა>>

წესებიდან გამონაკლისი

საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, დაამტკიცა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა სურსათის ცალკეულ სახეობებზე ფასების დაზღვევისთვის.

პროგრამა გულისხმობს ფასების სხვაობის დაზღვევას გაცვლითი კურსის მიხედვით ცხრა სახეობის პროდუქტებზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, მშრალი რძე და ლობიო.

თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოიყოფა

აღნიშნული პროდუქციის იმპორტიორები სუბსიდიებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი დაადგენს კურსს – 3 GEL/$1-ზე მეტი ან 3,3 GEL/1 ЕU-ზე მეტი.

სუბსიდიები შეეება აღნიშნული პროდუქტების იმპორტის ხარჯებს 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში. ამასთან, ზემოთ აღნიშნული პროდუქტების ფასები უნდა შეესაბამებოდეს 2020 წლის 1 იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით პერიოდში დაფიქსირებულ მინიმალურ ფასებს.

თუ იმპორტიორები არ შეასრულებენ სახელმწიფოს მოთხოვნებს და მოუმატებენ ფასებს, მათ უნდა დააბრუნონ სუბსიდიების მთელი თანხა და გადაიხადონ 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა.

მოწოდებები იმპორტიორების მისამართით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკვე მოუწოდა იმპორტიორებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, რათა კიდევ უფრო არ გააუფასურონ ლარი თავიანთი ნეგატიური მოლოდინებით.

პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო
პურზე ფასი არ გაიზრდება – სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს

„მოვუწოდებ იმპორტიორებს, არ იჩქარონ განცხადებების გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანია, არ შევქმნათ იმაზე მეტი მოლოდინი, რაც უკვე შექმნილია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე – რომ ტურიზმი არ მუშაობს და ექსპორტი არის გართულებული. ამის ზევით არის წმინდა წყლის ნეგატიური მოლოდინის ესკალაცია და ამაში თავის შენატანს ნუ გააკეთებენ“, – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე აღნინა, რომ თუ მთავრობა დაინახავს ფასების მატების რისკს, ზომებს მიიღებს.

ლევან დავითაშვილი: ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება>>

რა დაემართა ლარს

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა კრიტიკულ ვითარებაშია და ის არაპროგნოზირებადია.

ძნელაძის აზრით, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომებიდან გამომდინარე, არ არის იმის წინაპირობები, რომ ლარის კიდევ უფრო მეტი გაუფასურება ვივარაუდოთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის შენობა - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა

თუმცა, ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ლარის მცურავი კურსია და, აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ის მომენტი, რომლის შემდეგაც შეიძლება ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

ვალუტის ვარდნის ფონზე ეროვნულმა ბანკმა 18 მარტს გადაწყვიტა, რომ არ შეცვალოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-ის დონეზე დატოვა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური