ბევრი ლაპარაკი გადაწყვეტილების გარეშე - რისთვის შეიკრიბა სამიტი

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიG 20-ის ვირტუალური კონფერენცია
G 20-ის ვირტუალური კონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 მარტის დიდი ოცეულის სამიტი უნიკალური გამოდგა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ონლაინ რეჟიმში გაიმართა

გევორგ მირზაიანი

სამიტზე „ოცეულს“ უნდა გადაეწყვიტა, როგორ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება ამიერიდან: დანაწევრებულში, სადაც ყველა თავისი თავის ამარაა თუ გლობალიზებულში, სადაც ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისაა?

„მე არ მეხება“ მსოფლიო

ჩვეული ცხოვრების წესი კორონავირუსმა დამარხა. საქმე ის კი არ არის, რომ ამ დაავადებამ კაცობრიობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა - არა, ის ახლოსაც ვერ მოვა ზომბი-აპოკალიფსის დონესთან. ჩვეული სამყარო მოკვდა იმისგან, რომ კორონავირუსის არცთუ ისე დიდმა საფრთხემ გლობალიზაცია დააჩოქა და გაფანტა გაცვეთილი ფრაზები „საერთო ბედისწერაზე“. 

საუდის არაბეთის მეფე - Sputnik საქართველო
G20-ის ვირტუალური სამიტი: საუდის არაბეთის მეფემ ლიდერებს ვირუსთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა

იმის ნაცვლად, რომ შეხმატკილებულად ვებრძოლოთ პრობლემას, ვეძებოთ მეთოდები ადამიანების ჯანმრთელობისა და ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შესამცირებლად, თითქმის ყველა ქვეყანამ კარის ჩარაზვა არჩია. ისინი ჩაიკეტნენ, მეზობლებისგანაც კი, რომლებიც მათი მოკავშირეები არიან ინტეგრაციული ბლოკების ფარგლებში.

ვითარება აბსურდულია - ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოს - იტალიას - რაღაც მომენტში დახმარების ხელი გაუწოდეს არა გერმანიამ და საფრანგეთმა (ევროკავშირის ლიდერებმა), არამედ რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპისგან ასე დაშორებულმა კუბამ.

ზოგიერთ სახელმწიფოს კი კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ისე დაუკარგა ცივილიზებულობის იერი, რომ ისინი პარტნიორების პირდაპირ შანტაჟს არ მოერიდნენ. მონტენეგრო უარს აცხადებდა რუსი სტუმრების გამოშვებაზე მანამ, სანამ მოსკოვი თავისი ხარჯით არ დააბრუნებდა სამშობლოში ყველა ჩერნოგორიელს.

როგორც ჩანს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა შეაფასეს გათიშულობის ხარისხი, ასევე წარმოიდგინეს, რამდენად რთული იქნება ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველა თავისი თავის ამარა დარჩება. ამიტომ „დიდი ოცეულის“ ამოცანაა - სტრუქტურები, სადაც წარმოდგენილი იქნება განვითარებული და განვითარებადი სამყაროს ყველა ლიდერი. ეს ერთგვარი „დედამიწის დირექტორთა საბჭო“ - გააანალიზებს შეცდომებს და ბოლოსდაბოლოს დაიწყებს პრობლემების შეთანხმებულად მოგვარებას. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი  - Sputnik საქართველო
პუტინმა G20-ის სამიტზე კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები დაასახელა

არა აშშ-ის ხელმძღვანელობით (რომელიც უკვე აღარ არის მსოფლიო ლიდერი, მით უფრო, კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში - ამერიკა დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა, არადა ეპიდემიის კულმინაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა), არამედ სწორედ G20-ის ყველა წევრი ქვეყნის კოლექტიური ლიდერობით.

როგორც სამიტის ნომინალურმა მასპინძელმა, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა აღნიშნა, „ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა და ვიმოქმედოთ შეთანხმებულად“. თანაც არა მხოლოდ კორონავირუსის დამარცხების საქმეში. მსოფლიოს ქვეყნების წინაშე უფრო სერიოზული ამოცანაა - მსოფლიო ეკონომიკისთვის ეპიდემიის შედეგებთან გამკლავება.

სპეციალისტები ჯერ ერიდებიან ზარალის დათვლას, მაგრამ უკვე გასაგებია, რომ ის ასობით მილიარდ, ან სულაც ტრილიონობით დოლარს მიაღწევს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვებით კი, „მიმდინარე პრობლემები უფრო მასშტაბურ რყევებს გამოიწვევს, ვიდრე 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი იყო“.

განსაკუთრებით მძიმედ აისახება ეს რყევები განვითარებად ქვეყნებზე - რომელთა ეკონომიკაც შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს საკუთარი ეკონომიკების გადასარჩენად დასავლეთის მიერ გადადგმულმა ეგოისტურმა ნაბიჯებმა. „არცერთ ჩვენგანს არა აქვს უფლება, გაატაროს პროტექციონისტული ან ცალმხრივი პოლიტიკა“, - დარწმუნებულია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

ბევრი ლაპარაკი 

გაზის საბადო - Sputnik საქართველო
ნავთობი, გაზი და მსოფლიო ეკონომიკა: როგორ შეიცვლება ცხოვრება

სხდომა დახურული იყო, შედეგი კი - უუცნაურესი დეკლარაცია. დოკუმენტში გაწერილია G20-ის წევრ სახელმწიფოთა სწრაფვა, შეებრძოლონ ეპიდემიას, ერთად შექმნან ვაქცინა, დაეხმარონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და სხვ.

მაგრამ დეკლარაციაში სიტყვაც არ არის ნათქვამი რეალურ, გარკვეულწილად რევოლუციურ ზომებზე მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად.

მოსკოვი და თეირანი დასავლეთს სთავაზობენ, დღევანდელ რთულ ვითარებაში უარი თქვან პოლიტიკურად მოტივირებულ ეკონომიკურ სანქციებზე. ან თუნდაც შეასუსტონ ისინი, რათა ვირუსისგან დაზარალებულმა ქვეყნებმა (თუნდაც ირანმა) შეძლონ წამლებისა და აღჭურვილობის მშვიდად შეძენა.

 „მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში მედიკამენტებით, სურსათით, მოწყობილობითა და ტექნოლოგიებით ერთმანეთის მოსამარაგებლად ე.წ. მწვანე დერეფნების შექმნა, რომლებიც თავისუფალი იქნება სავაჭრო ომებისა და სანქციებისგან. ჩვენ მორატორიუმი, სოლიდარული მორატორიუმი უნდა დავაწესოთ შეზღუდვებზე პირველი აუცილებლობის საქონელზე, ასევე ფინანსურ ტრანზაქციებზე მათ შესაძენად“, - აღნიშნა პუტინმა.

თუმცა რუსეთის პრეზიდენტის წინადადება სამიტის მონაწილეებმა არ გაიზიარეს. ამის ნაცვლად აშშ სანქციებს აძლიერებს და, სპეცწარმომადგენლის, ბრაიან ჰუკის თქმით, „გააგრძელებს ირანის რეჟიმზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას“.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ეკონომიკის კორონიზაცია და ჩვენებური ვარაუდები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პასუხი იქნებოდა ნავთობის ფასის სტაბილიზაცია. თუმცა მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან მეთოდებზე. ზოგიერთი ქვეყანა და ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ პროცესის გასაღები ვლადიმერ პუტინის ხელშია - მოსკოვი უნდა დაუბრუნდეს „ოპეკ+“ ფორმატს და ნებაყოფლობით შეზღუდოს ნავთობის მოპოვება. დანარჩენი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაბრუნება ძველი პირობებით უაზროა.

 „ოპეკი+“ ქვეყნების მიერ მოპოვების შემცირება იწვევს ნავთობის გაძვირებას ამერიკელებისთვის, რომლებიც ზრდიან თავიანთ წილს მსოფლიო ბაზარზე - „ოპეკი+“ წევრი ქვეყნების წილის შემცირების ხარჯზე. ეს, თავის მხრივ, იწვევს ფასის შემცირებას, „ოპეკი+“ წევრი ქვეყნების მიერ მოპოვების შემდგომ შემცირებას და ა.შ.

ამიტომ პრობლემის გასაღები საუდის არაბეთისა და აშშ-ის ხელშია. არც ვაშინგტონი, არც ერ-რიადი არ არიან მზად, ეს გასაღები გამოიყენონ. ამიტომ, ოფიციალური მონაცემებით, ნავთობის ფასის საკითხი „ოცეულის“ სამიტზე არ განხილულა. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს G20-ის ქვეყნების მოუმზადებლობაზე, იცხოვრონ მშვიდობიანად, „პოლიტიკური აურზაურის“ გარეშე.

ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას!

ყველა ახალი ამბავი
0