https://sputnik-georgia.com/20200326/G20-pirveli-virtualuri-samiti-248084059.html
G20-ის ვირტუალური სამიტი: საუდის არაბეთის მეფემ ლიდერებს ვირუსთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა
G20-ის ვირტუალური სამიტი: საუდის არაბეთის მეფემ ლიდერებს ვირუსთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა
აღსანიშნავია, რომ ეს G20-ის ისტორიაში პირველი ვირტუალური სამიტია, რომელსაც, შესაბამისად, პრესა არ ესწრება. 26.03.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-03-26T19:52+0400
2020-03-26T19:52+0400
2021-10-19T17:22+0400
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24808/40/248084020_0:204:2752:1761_1920x0_80_0_0_33d7b8968eb36c0fbd4c2dc04dfc5b2d.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24808/40/248084020_0:118:2752:1847_1920x0_80_0_0_d2f36c5a43d436b22c71df96a1204765.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
მსოფლიოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
G20-ის ვირტუალური სამიტი: საუდის არაბეთის მეფემ ლიდერებს ვირუსთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა
19:52 26.03.2020 (განახლებულია: 17:22 19.10.2021) აღსანიშნავია, რომ ეს G20-ის ისტორიაში პირველი ვირტუალური სამიტია, რომელსაც, შესაბამისად, პრესა არ ესწრება.
თბილისი, 26 მარტი ― Sputnik. კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისს გლობალური პასუხის გაცემა და „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობა სჭირდება, განაცხადა საუდის არაბეთის მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ G20-ის პირველ ვირტუალურ სამიტზე.
საუდის არაბეთის მეფის სიტყვით გამოსვლას 24 ქვეყნისა და ასევე საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ლიდერები ვიდეოკავშირის საშუალებით უსმენდნენ.
„ამ შეხვედრით წარმოვაჩენთ ჩვენს, როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ლიდერების პასუხისმგებლობას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს სხვადასხვა დონეზე. ეს ჰუმანიტარული კრიზისი გლობალურ პასუხს მოითხოვს და მსოფლიოს იმედი აქვს, რომ ხელიხელჩაკიდებულები აღვუდგებით მას წინ“, ― ციტირებს მეფის სიტყვებს სააგენტო SPA.
სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის თქმით, ერ-რიადმა ჯანდაცვის სფეროში მუშაობა სხვა ქვეყნებთან და სპეციალიზებულ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო, რათა ყველა აუცილებელი ზომა გატარდეს ახალი კორონავირუსის შესაკავებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, მეფემ მადლობა გადაუხადა ჯანმოს მისი ძალისხმევისთვის პანდემიასთან ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ ეს G20-ის ისტორიაში პირველი ვირტუალური სამიტია, რომელსაც, შესაბამისად, პრესა არ ესწრება.