მსოფლიოს ახლა კრიზისი უდგას. კორონავირუსს არა მარტო კარანტინები მოჰყვა ქვეყნების უმეტესობაში და ადამიანები იძულებულები არიან, ცხოვრების წესი შეიცვალონ, არამედ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტებსაც ვხედავთ.
ნავთობისა და გაზის ბაზრებზე ძლიერი რყევები ხდება ― ნეგატიური, ნახშირწყალბადების მწარმოებლებისთვის. ამასთან პრობლემების პირველმიზეზი, როგორც ნავთობის, ისე გაზის ბაზარზე, კორონავირუსი არ ყოფილა ― მან მხოლოდ გააღრმავა ვითარება.
1 აპრილიდან ― რამდენიც უნდათ
ნახშირწყალბადებზე დაბალი ფასები ჭარბი წარმოებითა გამოწვეული. გაზის ბაზარზე ერთბაშად რამდენიმე ფაქტორი დაგროვდა:
1) 2019 წელს გაზის გათხევადების ქარხნების რეკორდული რაოდენობა ამუშავდა;
2) ევროპული კომპანიები და რუსული „გაზპრომი“ ემზადებოდნენ, რომ რუსეთიდან გაზის უკრაინის ტერიტორიის გავლით მიწოდება შეეწყვიტათ, ვინაიდან რუსულ სახელმწიფო კონცერნს კონფლიქტი ჰქონდა უკრაინილ „ნაფტოგაზთან“, რამაც ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის რეკორდული რაოდენობის გადაქაჩვა გამოიწვია;
3) 2019-2020 წლის ზამთავრი ძალიან თბილის იყო ― როგორც ევროპაში, ისე აზიაში. შესაბამისად, გასათბობი სეზონიდან ევროპა გაზის რეკორდული მარაგებით გამოვიდა, ხოლო რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, გაგრძელდა. აზიაში გაზზე ფასების დაცემის გამო კი გათხევადებული გაზის მომწოდებელთა უმეტესობამ თავისი ნედლეულის გაყიდვა ევროპაში დაიწყო;
4) თებერვლის ბოლოს, როდესაც კორონავირუსმა ჩინეთი დაიპყრო, ოფიციალურმა პეკინმა საკარანტინო ზომები შემოიღო, რითაც ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვიტა და ბევრი საწარმო გააჩერა. შედეგად, ნავთობისა და გაზის მოხმარებამ ჩინეთში დაიკლო და ქვეყანამ ნახშირწყალბადების იმპორტი შეამცირა. მიმწოდებლებს სხვა აღარა დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ ეს მოცულობები სხვა ბაზრებზე გადაემისამართებინათ, რამაც ევროპაში შეთავაზებების სიჭარბე და ფასების დამატებითი დაკლება გამოიწვია.
ნავთობის დარგი ასევე განიცდის ჭარბწარმოების კრიზისს. 2016 წლიდან არსებობს „ოპეკ+“ შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა, ოპეკის წევრებმა და სხვა ქვეყნებმა ნავთობის წარმოების მოცულობა შეამცირეს, რამაც ფასების აწევა გამოიწვია. ამით სარგებლობდნენ ის ქვეყნებიც, რომლებიც გაფართოვებულ კარტელში არ შედიოდნენ. კერძოდ, აშშ-ში ფიქალური ნავთობის მწარმოებლებისთვის არსებული ფასები მომგებიანი იყო და ისინი მოპოვებებს ზრდიდნენ. ნორმალურ ვითარებაში აშშ-ში მოპოვებების გაზრდა ნავთობის ფასების კლებას გამოიწვევდა იმ დონემდე, რომელიც რენტაბელობის ზღვრად იქცეოდა ფიქალურ პროექტებში.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთ ბარელზე დაახლოებით 50 დოლარის შემთხვევაში ფიქალური ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაზრდას შეწყვეტდა. მაგრამ კორონავირუსმა, როგორც უკვე ითქვა, ჩინეთში ნავთობის მოხმარება არსებითად შეამცირა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპოვება მთელ მსოფლიოში ძველ დონეზე რჩებოდა, ჭარბწარმოება წარმოიქმნა და ფასებმა დაცემა დაიწყო.
„ოპეკ+“ წევრები ვერ შეთანხმდნენ მოპოვებების დამატებით შემცირებაზე ვითარების სტაბილიზაციის ფარგლებში, რაც ბაზრებისთვის შოკად იქცა, ვინაიდან 1 აპრილიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანას შეუძლია მოიპოვოს იმდენი ნავთობი, რამდენიც სურს. პრაქტიკაზე ამის გაკეთება ყველას შეუძლია.
არა უადრეს ივნისისა
ნახშირწყალბადების მსხვილი მომპოვებლებისთვის ამჟამინდელი ვითარება მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანია. მთელი რიგ გრძელვადიან საექსპორტო კონტრაქტებს გაზის მიწოდებაზე „ნავთობზე ბმა“ აქვს, ანუ გაზის ფასები ნავთობის ფასების კვალდაკვალ ეცემა. ამასთან პრობლემები მარტო რუსეთს არ ექმნება. აზერბაიჯანმა გაზის თურქეთისტვის მიწოდება დაიწყო TANAP-ის გაზსადენით. იქიდან გაზი წავა საბერძნეთისა და ბულგარეთისკენ და 2020 წლის ივნისის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს გაზსადენი TAP-ი იტალიამდე. დგება ამ ქვეყნებში მიწოდებების რენტაბელობისა და მოთხოვნის საკითხი: მარტო შაჰ-დენიზის შემუშავებაში (TANAP-ის სარესურსო ბაზა) 46 მლრდ დოლარზე მეტია ჩადებული. ბაქოს აუცილებლად ესაჭიროება ახალი ინვესტიციები , ვინაიდან ბევრი საბადო ბუნებრივი გამოფიტვის სტადიაშია: 2017-2018 წლებში აზერბაიჯანს უკვე მოუწია, დაბრუნებოდა რუსული გაზის შესყიდვებს.
ყაზახეთს ასევე აქვს ნახშირწყალბადებზე ფასების შემცირებით გამოწვეული პრობლემები. გარდა ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირებისა, ქვეყანა ჩინეთის მხრიდან გაზზე მოთხოვნის შემცირებასაც შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დროებითი პრობლემაა, წლის შედეგებით, ყაზახეთი შესაძლოა მიწოდებების მანამდე დაგეგმილ მოცულობებზე გავიდეს.
ნავთობსა და გაზზე ფასების შემცირების ორმაგ ეფექტს განიცდის ბელარუსიც. ერთი მხრივ, მინსკი ნახშირწყალბადების იმპორტიორია და ამიტომ დაბალიფასი პლუსია, მაგრამ რუსული გაზის ფასები მთელი 2020 წლის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 127 დოლარზეა დაფიქსირებული. ხოლო იმპორტირებული ნავთობი მოიზმარება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ექსპორტზეც გადის 11 მლნ ტონა. მაგრამ საწვავის ღირებულება ევროპულ ბაზარზე ასევე ილლებს, რასაც ბელორუსისთვის ექსპორტული ამონაგების შემცირება მოსდევს.
ამჟამინდელი ვითარების თავისებურება მისი მაღალი ცვალებადობაა. დიდი ალბათობით, მთელი მეორე კვარტალი მსოფლიოს ენერგობაზრებზე სასტიკი კონკურენციის პირობებში მოუწევს ცხოვრება, ხოლო ნავთობის ფასი არ გადააჭარბებს ბარელზე 35 დოლარს ― გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი მწარმოებლები ვერ თანხმდებიან ახალ კვოტებზე.
თუმცა ივნისისთვის მთელი რიგი საკითხები გაირკვევა: 1) რამდენად სწრაფად აღადგენს ჩინეთი ეკონომიკას კორონავირუსის შემდეგ; რამდენად ღრმად დაეცა ევროპაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა; 3) რამდენად სწრაფად მცირდება აშშ-ში ფიქალური ნავთობის მოპოვება.
ამ პარამეტრების ცოდნის საფუძველზე „ოპეკ+“ ქვეყნები შეძლებენ დადონ ახალი გარიგება, რაც ნავთობის ფასებს ზემოთკენ უბიძგებს.
P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!