ნავთობის ომი: ვაშინგტონმა მთავარი ტაბუ დაარღვია

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობის ბაზარზე ჩამოშლამ და აშშ-ში ფიქალური კომპანიების პრობლემებმა აიძულა ამერიკელი პოლიტიკოსებიცა და ქვეყნის ნავთობკომპანიებიც, უჩვეულო გზები მოძებნონ, რომლებიც აქამდე შეუძლებლად, არალეგალურად, არაბუნებრივად და საერთოდაც „ეროვნული ინტერესების ღალატად“ მიიჩნეოდა. 

ივან დანილოვი

ცნობილი ცინიკური ინგლისური ანდაზა მკაფიო რეცეპტს იძლევა ოპტიმალური მოქმედებებისთვის გადაულახავ ძალასთან შეჯახების დროს. მისი გადათარგმნა დაახლოებით ასე შეიძლება: „არ შეგიძლია ვინმეს დამარცხება, შეუერთდი გამარჯვებულებს“. 

ნავთობის კოშკურა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი ნავთობის ბაზრის ჩამოშლისთვის

თუ ამ ანდაზას დღევანდელ რეალობას მოვარგებთ საერთაშორისო ნავთობბაზარზე, გამოდის, რომ, რამდენადაც საუდის არაბეთსა და რუსეთთან ფასების ომში გამარჯვება შეუძლებელია, ან ეს იქნება პიროსის გამარჯვება, მაშინ გამარჯვებულებთან მიერთება ლოგიკურია.

სწორედ ამის გამო, ნავთობის ბაზრის ამერიკულმა სახელმწიფო მარეგულირებელწარმოუდგენელი გააკეთა ― „ოპეკის“ წარმომადგენლებთან კავშირზე გავიდა.  უფრო მეტიც, ამერიკული მხარის მოლაპარაკებათა მაგიდაზე უკვე დევს მსოფლიო ნავთობბაზრის სტაბილიზაციის გეგმა.

ამ გეგმის განხორციელებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, ხოლო რთული (მრავალმხრივი) მოლაპარაკებები შეიძლება ათასჯერ ჩაიშალოს. მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომპრაქტიკულ დონეზე დარღვეულია მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი ტაბუ: ამერიკელები მზად არიან იმსჯელონ თავზიანტი წილის ჩაბარების თაობაზე ნავთობის ფასის გაზრდის სანაცვლოდ.

რაიან სიტონმა, რომელიც, როგორც ჩანს, იქნება კიდეც ამერიკული მხარის მომლაპარაკებელი, საქმიანი ინფორმაციის სააგენტო Bloomberg-ის მეშვეობითდააფიქსირა ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორების სასტარტო პოზიცია მოლაპარაკებებში: „თეორიულად ტეხასს შეუძლია შეამციროს მოპოვებები ათი პროცენტით და პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო რუსეთი მზადაა გააკეთოს იგივე, რაც ბაზარს კრიზისამდელ დონეზე დააბრუნებს“. 

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ XX საუკუნეში ნავთობის ოლიგოპოლიებთან აშშ-ის ხელისუფლების ბრძოლის დროიდან, ამერიკულ ნავთობკომპანიებს ერთმანეთში მოპოვებაზე კოორდინირება არ შეუძლიათ, მით უმეტეს, უცხოელ მომპოვებლებთან.  მაგრამ კონკრეტულად მისტერ სიტონი სახელმწიფო სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რომელსაც შეუძლია კალმის ერთი მოსმით შეუძლია ამერიკული მოპოვების შემცირება, აქვს რა ამის უფლება. ეს სახელმწიფო სტრუქტურა ილუზორულ სახელს ატარებს „ტეხასის რკინიგზის კომისია“ (The Railroad Commission of Texas), რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაერქვა, როდესაც ის ტრანსპორტის ბაზარს უწევდა ადმინისტრირებას, ახლა კი ნავთობის მოპოვებასაც არეგულირებს აშშ-ის მთავარ სანავთობე (ფიქალურ) რეგიონში. 

G20 ის სამიტი ჰამბურგში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: სამყარო სისტემურ კრიზისში ჩაეფლო

მისტერ სიტონი ამ სტრუქტურის კომისარია და როგორც აღიარა, სწორედ მას მოუწევს „ოპეკში“ მოლაპარაკებები, ოფიციალური მიწვევა უკვე მიღებული აქვს.

ზოგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ამერიკული ნავთობკომპანიები ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევენ მოპოვებებზე ნებისმიერ შეზღუდვას და შესაძლოა, ეს სასამართლოს გზითაც გააკეთონ, მაგრამ კონკრეტულად ტეხასის სახელმწიფო მარეგულირებელი „მოუჭერს ვენტილებს“ მათი თანხმობისა და რაიმე ახალი წესებისა თუ მარეგულირებელი ნორმების დანერგვის გარეშე.

პირველ ყოვლისა ტეხასელი მარეგულირებელი გასცემს და ახანგრძლივებს (შეუძლია უკან გაწვევაც) ნებართვებს თანამგჰზავრი გაზის წვაზე ნებართვას: ამერიკული ფიქალური კომპანიები მასობრივად იყენებენ ამ პრაქტიკას, რომლის აკრძალვასაც უკვე დიდი ხანია ითხოვენ ეკოლოგებიცა და ეკონომისტებიც.  მოპოვების ზრდისა თუ მხარდაჭრის მიზნით, ამერიკელი მეფიქალეები უბრალოდ წვავენ გაზს, რომელიც ნავთობთან ერთად მოიპოვება. ამასთან ამერიკელი პროფილური ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ რაც უფრო ხნოვანია ჭაბურღილი, მით უფრო მეტი გაზი ამოდის იქიდან.

თუ ამ პრაქტიკაზე ნებართვები აიკრძალება ან შეიზღუდება, ფიქალური მოპოვებები პროპორციულად შემცირდება, ხოლო ეკოლოგები ბედნიერები იქნებიან.

მეორე ხელმისაწვდომი მეთოდი ბევრად უხეშია და ნაწილობრივ „სტოპ-კრანის“ გამოყენებას ჰგავს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში (ხოლო როცა ტეხასი „ოპეკს“ ელაპარაკება, ეს ნამდვილად უკიდურესი შემთხვევაა) მისი გამოყენება შეიძლება:  ფიქალურ კომპანიებს მოუწევთ გამუდმებით ბურღონ ახალი ჭაბურღილები, მაგრამ თითოეულ მათგანზე ნებართვას იგივე კომპანია გასცემს. თუ ეს პროცესი დაიბლოკება ან უბრალოდ ძლირ დამუხრუჭდება, მაშინ მოპოვებების დანაკარგი მოძველებულ ჭაბურღილებზე უზრუნველყოფს მოპოვების ბუნებრივ და საკმაოდ სწრაფ შემცირებას მთლიანობაში.  

გათხევადებული გაზის ტანკერი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ნავთობი გაზის ფასს უკან არ მიიყოლებს

ამერიკული სააგენნტო Bloomberg-ი იუწყება, რომ ტეხასის კომისიისა და „ოპეკის“ მომლაპარაკებლების შეხვედრა ივნისშია დაგეგმილი.თუმცა კომისიაში გავლენიანი სკეპტიკოსებიც არიან:

„აშშ-ის უმსხვილეს სანავთობე შტატის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკი „ოპეკის“ წმიდათა წმიდაზეა მიწვეული ივნისში ― და ეს ორი, ისტორიულად ანტაგონისტური ნავთობ-დერჟავის იშვიათი დაახლოების შედეგად მოხდა. პარასკევს ტეხასის რკინიგზის კომიის კომისარმა რაიან სტონმა განაცხადა, რომ „ოპეკის“ გენერალურმა მდივანმა მოჰამად ბარკინდომ ის ჯგუფის ვენაში შეხვედრაზე მიიწვია ზაფხულში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელმა განცხადებამ ფურორი მოახდინა აშშ-სა და საერთაშორისო სანავთობე წრეებში, სიტონის წინადადება ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის თაობაზე ტეხასში, 1970 წლის შემდეგ პირველად გადააწყდა წინააღმდეგობას მისივე საკუთარი სააგენტოს მხრიდან. „მიუხედავად იმისა, რომ მე ღია ვარ ნებისმიერი წინადადებისთვის „ტეხასური სასწაულის“ დასაცავად (იგულისხმება ფიქალზე დაფუძნებული „ტეხასური ეკონომიკური სასწაული“, - ავტ.), როგორც კონსერვატორსა და თავისუფალი ბაზრის მომხრეს, მაქვს მთელი რიგი პირობები ამ მიდგომის მიმართ“, ― განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ვეინ კრისტიანმა. ―   „თუ ტეხასი მიწოდებებს შეწყვეტს, არ არსებობს არანაირი გარანტიები იმისა, რომ სხვა ქვეყნები თუ შტატები მათ მაგალითს მიბაძავენ“. 

მენავთობე ნიღბით - Sputnik საქართველო
ნავთობის ფასები და ალტერნატიული ენერგეტიკის კარხი: ვინ გამოვა გამარჯვებული

 ესგანცხადება შეიძლება, ასე ვთქვა, ორ რეგისტრში წავიკითხოთ: ერთი მხრივ, თავად კომისიაში არის საწინააღმდეგო ხმები, მეორე მხრივ კი წინაარმდეგობა დაკავშირებულია არა პრონციპებთან,, არამედ გარიგებაში მოტყუების ან დამარცხების შიშთან. ეს უარყოფაა არ არის, ეს უფრო „მთელი რიგი პირობებია“, რომლებზე მსჯელობაც ვენაშია შესაძლებელი. 

მარეგულირებლის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ისინი უკვე ეძებენ კონკრეტულ ზომებს და მათი ფორმულირებით არიან დაკავებული (თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული). ამავდროულად ისინი ეყრდნობიან იმას, რომ ამგვარი ვარიანტის განხილვაზე მოთხოვნა ზოგი ნავთობკომპანიისგან მიიღეს.

„რამდენიმე ტეხასური ნავთობმომპოვებელი კომპანია დაინტერესდა კომისიის მიერ მოპოვებაზე ნორმირების დაწესებით, ― განაცხადა მარეგულირებლის წარმომადგენელმა. ― ნორმირება ― ეს გამოსავალია „რეჟიმიდან „თითოეული მოიპოვებს იმდენს, რამდენიც შეუძლია ან სურს“. 

ეს შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია იმაზე მიუთითებს, რომ ფასების მკვეთრი ვარდნა სასწაულს ახდენს ამერიკული სანავთობე სექტორის დათმობების კუთხით. ფაქტი არ არის, რომ ეს სასწაული საკმარისია იმისთვის, რომ აშშ ― თუნდაც არაოფიციალურად ― ახლავე შევიდეს „ოპეკში“ ან საერთაშორისო შეთანხმება გააფორმოს (თუნდაც არაოფიციალურად) მოპოვებების რეგულირებაზე უახლოეს თვეებში, მაგრამ გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით უკვე ერთმნიშვნელოვნად არის.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0