მოსაზრება: სამყარო სისტემურ კრიზისში ჩაეფლო

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშიG20 ის სამიტი ჰამბურგში
G20 ის სამიტი ჰამბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი როსტისლავ იშჩენკო განმარტავს, რატომ დასჭირდებათ მომავალში სახელმწიფოებს ურთიერთქმედების ახალი წესების შესახებ შეთანხმება

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი „ხუთეულის“ (რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) სამიტის იდეას, რომელიც ვ ლადიმირ პუტინმა წამოაყენა, ამ სახელმწიფოების ლიდერებმა უკვე დაუჭირეს მხარი სიტყვიერად. თუმცა არც ადგილი და არც დრო ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

კაცობრიობა საფრთხეების წინაშე

რუსეთის ლიდერმა სამიტის ჩატარების წინადადება იერუსალიმში ჰოლოკოსტის 75–ე წლისთავთან დაკავშირებით ყოფნის დროს წამოაყენა. მან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა „საფრთხეების წინაშე მსოფლიოს გათიშვის“ გამო.

„სტრატეგიული სტაბილურობის საკითხები იმ დღის წესრიგის ნაწილია, რომელიც გადაუდებელ და არაორდინალურ ნაბიჯებს მოითხოვს. უფრო ფართო გაგებით, საუბარია კაცობრიობის გადარჩენაზე“, — განაცხადა ტავის მხრივ რუსეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თავისი შინაარსით ა და დრამატიზმით ეს განცხადებები 30–იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა მთავრობის ინიციატივებს ჩამოჰგავს. მაშინ სსრკ მოითხოვდა, ერთად „ამოედოთ აღვირი“ აგრესორისთვის და შეექმნათ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა. დასავლეთმა ყური არ ათხოვა საბჭოთა ხელმძღვანელობას. შედეგად, მსოფლიომ მეორე მსოფლიო ომი მიიღო და მხოლოდ ამის მერე წარმოიქმნა იალტა–პოსტდამის სისტემა, რომელშიც თითქოს აქამდე ვცხოვრობთ.

სწორედ რომ „თითქოს“, ვინაიდან იალტა–პოსტდამის სისტემის დე0ფაქტო მექანიზმები უკვე დიდი ხანია, არ მუშაობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ–მა თვითნებურად გადახედა საერთაშორისო ურთიერტობების რეგულირების მექანიზმებს. ზოგჯერ თანამედროვე სისტემებს პოსტიალტურად მოიხსენიებენ, ვინაიდან ფორმალურად, იალტა–პოსტდამის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს, არცერთი მათგანის უფლებები არ ილახება. 

ვლადიმირ პუტინმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფორუმზე მსოფლიოს ომის ისტორიაზე სიმართლე შეახსენა - Sputnik საქართველო
ვლადიმირ პუტინმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფორუმზე მსოფლიოს ომის ისტორიაზე სიმართლე შეახსენა

რეალურად კი ვაშინგტონი თვითონ არჩევს, საერთაშორისო ორგანიზაციების რომელი გადაწყვეტილებები უნდა შეასრულონ მან და მისმა მოკავშირეებმა, და რომელი — არა. ამერიკული დიქტატის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს, მათ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს კი, სულ ცოტა, სანქციები ემუქრება, უარეს შემთხვევაში, ჭირვეულ ხელმძღვანელებს პატიმრობა ელით გამოგონილი  მიზეზებით, ხოლო ზედმეტად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს — აშშ–ის“ „ჰუმანიტარული დაბომბვა“.

მსოფლიო სისტემურ კრიზისში

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის გლობალური ეკონომიკა ვაშინგტონურ კონსენსუსს ეყრდნობა. პოლიტიკური კუთხით კი ვაშინგტონის კონსენსუსის ეკონომიკური მოდელის ბატონობა აშშ–ის გლობალური ჰეგემონიით არის უზრუნველყოფილი.

უფრო სწორად, ასე იყო ბოლო დრომდე. მაგრამ ყირიმის დაბრუნებამ, როცა ამერიკელები უკვე ამზადებდნენ მის ატვისებას, აშშ–ის გაწევამ სირიიდან, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების არაეფექტურობამ, ვაშინგტონის უუნარობამ, დაუმორჩილოს ჩინეთი ტავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს, აშშ–სა და ევროკავშირში ელიტების  განხეთქილებამ, შეერთებულ შტატებსა და ევროპის კავშირს შორის გამუდმებულმა ეკონომიკურმა კონფლიქტებმა წარმოაჩინა, რომ ამერიკული ჰეგემონია მთავრდება. ხოლო აშშ–ის პოლიტიკური ჰეგემონიის გარეშე ვაშინგტონური კონსენსუსის ეკონომიკური პოლიტიკის გატარება შეუძლებელია.

სამყარო სისტემურ კრიზისში ჩაეფლო. ყველაზე მტკივნეულად (მათ შორის, ეკონომიკური კუთხით) ის აშშ–სა და დასავლეთს ურტყამს — როგორც ვაშინგტონური კონსენსუსის მთავარ ბენეფიციარებს. როდის და რა მდგომარეობაში გამოვლენ დასავლეთის ქვეყნები კრიზისიდან და როგორი შემადგენლობით, არავინ იცის. ამას კორონავირუსის ეპიედემიაც ერთვის, რასაც სხვა დროს კაცობრიობა, ვერ ვიტყვით, რომ  ვერ შენიშნავდა, მაგრამ განსაკუთრებული შოკის გარეშე კი გადაიტანდა, ხოლო ეკონომიკური დანაკარგები, მიუხედავად სიდიდისა, კრიტიკული არ იქნებოდა.

მაგრამ სისტემურ კრიზისზე ეპიდემიის დართვის პირობებში, როდესაც რესურსები ისედაც არ არის საკმარისი, ახლა კი ეპიდემიისა და მისი შედეგების დასაძლევად კიდევ უნდა დაიხარჯოს, გლობალიზმის საფუძველმა — დასავლეთის მითიურმა ერთიანობამ დაშლა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნებმა არა მარტო ერთმანეთისგან კარანტინით ჩაკეტვა დაიწყეს, არამედ სრულიად ეგოისტურ პოლიტიკაში გადაცვივდნენ.

ისინი ევროკავშირელ პარტნიორებს სამედიცინო პრეპარატებითა და ფინანსებით დახმარებაზე უარს ეუბნებიან. ევროკავშირის სახელმწიფოთა ეკონომიკები კარგავენ სექტორებს, რომლებიც ერთიანობას ეფუძნება (ტურიზმი, ერთობლივი საწარმოები). 

მენავთობე ნიღბით - Sputnik საქართველო
ნავთობის ფასები და ალტერნატიული ენერგეტიკის კარხი: ვინ გამოვა გამარჯვებული

აშშ–მა მთელი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა იტალიიდან კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო ნახევარი მილიონი ტესტის გასატანად, რომლებიც თავად იტალიასაც არ ჰყოფნის. დასავლეთი კლასიკურ შუასაუკუნეობრიობაში ეფლობა, სადაც ყველა თავისთვის და ყველას წინააღმდეგაა. და რაც უფრო დიდხანს შეარყევს მას ეპიდემია, მით უფრო ღრმად ჩა ეფლობა მასში.

ახალი სამყაროს მშენებლობა

თუ ძველი სამყარო მთავრდება, აუცილებელია „ახალი მშვენიერი სამყაროს“ წესებზე შეთანხმება, რაც შესთავაზა კიდეც ვლადიმირ პუტინმა.

საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემა შესაძლოა დამყარდეს ან მსოფლიო ომების შედეგად (როგორც ეს 1914-1918 და 1939-1945 წლებში იყო), ან საყოველთაო კომპრომისის საფუძველზე, რაც კაცობრიობის არსებობისთვის სახიფათო საომარ შეტაკებებს აგვაცილებს.

უცნობია, შედგება თუ არა გაეროს „ხუთეულის“ სამიტი შემოდგომაზე, ან უფრო მოგვიანებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს დაველოდოთ, როდის გახდება გასაგები დასავლეთისთვის ეპიდემიითა და ნავთობის ომით  მიყენებული ზარალის საერთო მოცულობა, და ასევე ვნახოთ, რამდენად  ღრმად დაეცემა დასავლური ბირჟები გლობალური სისტემური კრიზისის ამ ეტაპზე. მხოლოდ ამის მერე გახდება ნათელი, ვინ გადარჩა ამ ბრძოლაში, გადაწყდება, ვისთან რა რის შესახებ ღირს ლაპარაკი.

აქ ერთადერთი პოზიტიური მომენტი ისაა, რომ სისტემური კრიზისის, ნავთობის ფასების ჩამოშლისა  და კორონავირუსის პანდემიის ერთობლიობა შესაძლოა ახალი მსოფლიო ომის შემცვლელი აღმოჩნდეს და, დაიწუნებს რა სიცოცხლის უუნარო პოლიტიკურ წარმონაქმნებს, ერთგვარი „ტყის სანიტრის“ როლს შეასრულებს.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0