მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად ბოლო წლებში: ნავთობის ფასი ბარელზე 28 დოლარს ჩამოსცდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიბირჟა გახსნის წინ
ბირჟა გახსნის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნამ შესაძლოა ისტორიაში უდიდესი დაცემა აჩვენოს კორონავირუსის გავრცელების ფონზე.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პირველად 2016 წლის შემდეგ Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები 28 დოლარზე ქვემოთ დაეცა ერთ ბარელზე, რაც ვაჭრობის მონაცემებით ირკვევა. 

ჩრდილოეთის ზღვის ნავთობშენაერთებზე მაისის ფიუჩერსების ფასი 13:30 საათისთვის (თბილისის დრო) 2,47%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 28,02 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ერთი წუთით ადრე ეს მაჩვენებელი 27,98 დოლარამდე იყო დაწეული. 

მენავთობე ნიღბით - Sputnik საქართველო
ნავთობის ფასები და ალტერნატიული ენერგეტიკის კარხი: ვინ გამოვა გამარჯვებული

WTI-ს მარკის ნავთობის ფასი 27 დოლარს ქვემოთ დაეცა ერთ ბარელზე, რაც ასევე პირველად მოხდა 2016 წლის 12 თებერვლის შემდეგ. WTI-ს მაისის ფიუჩერსების ფასმა 4,24%-ით დაიწია და 26,16 აშშ დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე. 

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთონის ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმების წევრი რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – ბათილდება OPEC+-ის ქვეყნების ყველა ვალდებულება საწვავის მოპოვების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ბანკ Goldman Sachs-ის გათვლით, ნავთობის ბაზარზე არსებული პანიკის ფონზე ნავთობის ღირებულება, შესაძლოა, ერთ ბარელზე 20 დოლარამდეც კი დაეცეს.

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 

ყველა ახალი ამბავი
0