COVID-19 საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა ჯერ არ დამდგარა

© photo : Government of Georgia / FBუსაფრთხოების საბჭოს სხდომა
უსაფრთხოების საბჭოს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალიდან ქვეყანაში იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დღეისათვის საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა არ დგას, მაგრამ მთავრობა ამისათვის მზად არის, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მთავრობის წევრების გარდა, ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირებას ეხება.

„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“, - განაცხადა  გახარიამ.
ხორბალი - Sputnik საქართველო
საქართველოში 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

დღეს დილიდან ცნობილი გახდა კორონავირუსით დაავადების ორი ახალი შემთხვევის შესახებ. ამგვარად, ინფიცირებულთა რიცხვი 38-დან 40-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი ინფიცირებული 80 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღებას, პრემიერის თქმით, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დამდგარა.

„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ, - განაცხადა პრემიერმა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: პრეპარატ „რემდესევირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ

უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე დასახელდა ოთხი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ოთხ მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

პირველი ეს გახლავთ ჯანდაცვის სიტემა და ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მესამე მიმართულება ეს გახლავთ სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

და მეოთხე მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანი - კრიზისის შემდგომ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი - ეკონომიკური მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გახარიამ.

სასტუმრო რუსთავი - Sputnik საქართველო
საქართველო საკარანტინო სივრცეებში ადგილებს გააორმაგებს

ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ უახლოეს დროს მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. სპეციალისტები საუბრობენ ინფექციის მეოთხეულ და მეხუთეულ გადაცემაზე, როდესაც პაციენტებმა არ იციან, სად და როგორ დაინფიცირდნენ - ასეთ შემთხვევაში სიტუაცია ეპიდემიაში შეიძლება გადაიზარდოს.

პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ეკლესიებში დეზინფექცია ტარდება, ზოგიერთი კონფესიების ტაძრებში მსახურება გაუქმებულია.

საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადამდელი დახურვის შესახებ გამოაცხადა.

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები. დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა. დაიკეტა ყველა სპორტული დარბაზი და სპა-ცენტრი. შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები. გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა. მთავრობის რეკომენდაციებით იხურება სილამაზის სალონები, კაფეები, ბარები, გასართობი ცენტრები, კაზინოები და ტოტალიზატორები.

 

ყველა ახალი ამბავი
0