საქართველოში 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოში ხორბალი საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებით შემოიტანეს.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოში საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით დღეს 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, დღეს ხორბლით დატვირთული ორი გემი ბათუმის პორტში შევიდა, ხოლო ერთი კი ფოთის ნავსადგურში. სამივე მათგანზე 3 000 ტონა ხორბალი იყო.

საზღვაო ტრანსპორტის გარდა, მარცვლეული საქართველოში  რკინიგზითაც შემოვიდა და ამჟამად გორში მიმდინარეობს ტვირთების  ჩამოტვირთვა.

რიგები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება

შესაბამისად, ჯამურად საქართველოში დღეს 10 500 ტონა ხორბალი შემოვიდა.

რაც შეეხება ხორბალს, რომელიც ქვეყანაში ტრაილერებით  შემოდის, უამინდობის გამო ლარსის გამშვებ პუნქტზე მათი გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხორბალი იმ 9 სასურსათო პროდუქტს შორის დაასახელა, რომლებზეც ფასების ზრდას მთვარობა გააკონტროლებს.

მთავრობამ ამ 9 პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად  ძირითად იმპორტიორებს სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა. რომელიც კონკრეტულად  ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში სავალუტო ფლუქტუაციის (გაცვლითი კურსის მერყეობა – რედ.) გადაზღვევას გულისხმობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება. მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს.

ყველა ახალი ამბავი
0