გამყრელიძე: პრეპარატ „რემდესევირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ

© photo: AFP 2020 / KENA BETANCURტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეპარატ „რემდესევირს“  საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია Gilead-ი აწარმოებს. სწორედ ამ კომპანიამ მოამარაგა საქართველო С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებით.

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ კომპანია Gilead-ს მიმართა თხოვნით, რომ საქართველოსთვის გამოიყოს პრეპარატი „რემდესევირი“, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: კორონავირუსზე ტესტირების გამარტივება არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  დარწმუნებულია, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და პრეპარატი საქართველოს ე.წ. სარეზერვო მარაგში ექნება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრეპარატ „რემდესევირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„პრეპარატი „რემდესევირი“ გახლავთ 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთ ავადმყოფებთან მკურნალობის დროს. ამას გარდა, კიდევ მრავალი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც. იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები ან კიდევ „ხლოროხინი“, „ინტერფერონი“, „რიბავირინი“ და ა.შ. რომელიც ცნობილია და დღეს ჩვენი ექიმები იყენებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრეპარატ „რემდესევირს“  უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია Gilead აწარმოებს. სწორედ ამ კომპანიამ მოამარაგა საქართველო С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებით.

სამედიცინო პირბადე - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივი წარმოების პირბადეების ხარისხს გაეცნო

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს  დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0