ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივი წარმოების პირბადეების ხარისხს გაეცნო

© Sputnik / STRINGERსამედიცინო პირბადე
სამედიცინო პირბადე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოება ჰანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული დაცით მიმდინარეობს

 

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა ფოთში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვია, რომელმაც პირველმა დაიწყო სამედიცინო პირბადეების შეკერვა.

როგორც  ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, იგი პირადად გაეცნო თუ რა პირობებში და რა ტემპებით ხდება პირბადეების წარმოება.

თურნავას სიტყვებით, მოსახლეობის სამედიცინო პირბადეებით უზრუნველყოფისთვის  წარმოებას ათი კომპანია დაიწყებს, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობაზე მზადყოფნა უკვე განაცხადეს. 

ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
სამედიცინო პირბადეები საქართველოში დეფიციტური აღარ იქნება

პირბადეები  დამზადდება სხვადასხვა მასალებისგან, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან წინასწარ არის შეთანხმებული.

ამასთან, წარმოებისას გათვალისწინებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია.

 „პირველ ეტაპზე იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მრავალჯერ –  შეიძლება მათი გარეცხვა. პირბადეებს  ინსტრუქცია მოყვება, რომელიც ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად იქნება მომზადებული“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, იგი სახელმწიფოს 500 ათას პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს.

 „აჭარა ტექსტილის“ კვალდაკვალ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო ზუგდიდის ფაბრიკამ „ჰანგი“.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა ერთი. კარანტინში იმყოფება 1344, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216 ადამიანია.


ყველა ახალი ამბავი
0