საქართველო საკარანტინო სივრცეებში ადგილებს გააორმაგებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსასტუმრო რუსთავი
სასტუმრო რუსთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თითქმის ყველა სასტუმროში საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, სადაც უცხოეთიდან ჩამოსული  საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავთ

თბილისი, 19 მარტი — Sputnik.  ამ მომენტისათვის დაახლოებით ორი ათასი საკარანტინო ადგილი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ეს რაოდენობა გავაორმაგოთ, განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით, საქართველოს მასშტაბით კონტრაქტები დადებულია  ათობით ობიექტთან, მათ შორის სასტუმროებთან. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინში თავისუფალი ადგილები მზად იყოს. 

კლინიკა - Sputnik საქართველო
თამარ გაბუნია: სამედიცინო ქსელი სრულად მობილიზებულია

„ზოგი საკარანტინო ზონა თავისუფალია, ნაწილი - შევსებული. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები პერიოდულად ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ემსახურება Airzena და ჩვენ ვეხმარებით კომპანიას. ძალზე მნიშვნელოვანია ამ მოქალაქეებისთვის თავისუფალი საკარანტინო სივრცის მომზადება. ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.  

თურნავას სიტყვებით, თითოეული სასტუმრო ხელისუფლებასთან მაქსიმალურ დათმობაზე მიდის და სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს.

 „ბიუჯეტი დღეს არის გადაწყობილი მთლიანად ამ ახალ პრიორიტეტზე, რაც არის მოსახლეობის დაცვა კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელებისაგან. მთავარ აქცენტს ვაკეთებთ პრევენციაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით რაც იქნება საჭირო, ყოველთვის გავიღებთ თანხებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ .

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდ  stopcov.ge–ის ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 1 592 მოქალაქე იმყოფება.

აეროპორტში ჩამოფრენისა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა ჩამოსული მოქალაქე 14 დღეს სასტუმროებში გახსნილ საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ. ამ დროისთვის პროგრამაში 22 სასტუმროა ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0