თამარ გაბუნია: სამედიცინო ქსელი სრულად მობილიზებულია

© Sputnik / STRINGERკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ჩამოყალიბებულია 25-მდე სამედიცინო დაწესებულების სია, სადაც ეტაპობრივად, ინფექციის გავარცელების ტენდენციებიდან გამომდინარე, არსებობს სრული მობილიზების კონკრეტული გეგმა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჯანდაცვიის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამედიცინო ქსელის მზაობაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ  მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

Амиран Гамкрелидзе - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საგანგებო მდგომარეობა ყოველთვის არ ნიშნავს სამხედრო წესით გამოცხადებას

გაბუნიას განცხადებით, მოცემული მომენტისთვის იმ კლინიკებში, სადაც პირველი დღიდან მართავენ კორონავირუსის როგორც საეჭვო, ასევე დადასტურებულ შემთხვევებს, 558 საწოლია მობილიზებული.

„იმ კლინიკებში, სადაც პირველი დღიდან მართავენ კორონავირუსის როგორც საეჭვო, ასევე დადასტურებულ შემთხვევებს, დღეისთვის უკვე სრულად მობილიზებულია 558 საწოლი. ესენი გახლავთ თბილისისა და ქუთაისის კლინიკები ინფექციური პროფილის და ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მხოლოდ ამ მიზნებისთვის იქნა მობილიზებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უკვე ჩამოყალიბებულია 25-მდე სამედიცინო დაწესებულების სია, სადაც ეტაპობრივად, ინფექციის გავარცელების ტენდენციებიდან გამომდინარე, არსებობს სრული მობილიზების კონკრეტული გეგმა.

გაბუნიამ ასევე ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რესურსების სრულად გამოყენების აუცილებლობას და მოსახლეობას მიმართა, პირველ რიგში, ოჯახის ექიმებთან გაიარონ კონსულტაცია.

„ჩვენი მოთხოვნა იქნება, პირველადი ჯანდაცვის რესურსი გამოვიყენოთ მაქსიმალურად ოპტიმალურად და მივმართოთ ოჯახის ექიმს. გთხოვთ, ვიდრე სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთ ან მივიღებთ გადაწყვეტილებას ჰოსპიტალში ვიზიტის შესახებ, გავიაროთ სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რომელიც სათანადო რჩევას მოგვცემს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 262.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა  26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0