რას შეცვლის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში

© Sputnik / Alex Shlamovრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ლატვიაში, სომხეთში, უნგრეთსა და ესპანეთში.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში იმ ცვლილებების შესახებ წერს, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას შესაძლოა მოჰყვეს.

ტურისტები ნიღბებით თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
არანაირი მივლინება – საქართველოს მთავრობა ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ რიგი შეზღუდვები უკვე დააწესა, შესაძლო შეზღუდვებიდან კანონში კიდევ დარჩა რამდენიმე მუხლი.

„მუხლი 4 - დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. თ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები;

რა შეღავათი ექნებათ ქართველ მეზღვაურებს კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო >>>

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება; ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები; ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი; რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

Игровые автоматы в казино - Sputnik საქართველო
მთავრობა სათამაშო დაწესებულებებს მუშაობის შეჩერების რეკომენდაციას აძლევს

მუხლი 9 - საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მუხლი 12 - საქართველოს პარლამენტს ენიჭება უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა“, – წერს მიშა ფეიქრიშვილი.

ერთ-ერთი მიზეზი, როცა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია, სწორედ ეპიდემიის დროს უსაფრთხოების დაცვაა. ეპიდემიის თავიდან არიდების მიზნით საქართველოს ერთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა 2006 წელსაც გამოცხადდა. პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, მაშინ ფრინველის გრიპის თავიდან ასარიდებლად ხელვაჩაურის რაიონში მოსახლეობას და საწარმოებს ფრინველები ჩამოართვეს და გაანადგურეს. გარდა ამისა, მოეწყო შესაბამისი დეზობარიერები და დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვა.

საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა პროცედურული ნაწილი ამით არ სრულდება. დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ და გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

გარდა ამისა, პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დოკუმენტს – დეკრეტს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

კორონავირუსის გამო ბოლო დღეებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, ლატვიაში, სომხეთში, უნგრეთსა და ესპანეთში.

ყველა ახალი ამბავი
0