არანაირი მივლინება – საქართველოს მთავრობა ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს

© Sputnik / STRINGERტურისტები ნიღბებით თბილისის აეროპორტში
ტურისტები ნიღბებით თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და უწყებას ურჩევს, მინიმუმამდე დაიყვანონ საზღვარგარეთ მივლინებები.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სახელმწიფო დაწესებულებებს მკაცრად ურჩევენ, შეზღუდონ თანამშრომლების მივლინებები საზღვარგარეთ, თუ ამის უკიდურესი საჭიროება არ არსებობს.

საქართველოს მთავრობასთან შექმნილმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი რეკომენდაციები შეიმუშავა.

როდის შეწყდება COVID-19-ის გავრცელება მსოფლიოში – ექსპერტი სავარაუდო თარიღს ასახელებს>>

სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერჯერობით სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.

ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიაში სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, აქტიურია ოთხი „ცხელი ხაზი“.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია

„საელჩოში არსებობს სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იტალიის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ და ჰქონდათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებლად. მოხდება მათი ორგანიზებული ჩამოყვანა რომში, რადგანაც რეისი განხორციელდება რომიდან. საელჩო უკვე მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს მათი ორგანიზებული ჩამოყვანა. ვფიქრობ, უკვე უახლოეს დღეებში მოხდება მათი რომიდან საქართველოში დაბრუნება. მათ ჩამოყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს", – განაცხადა ზალკალიანმა.

ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭომ თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, გამოიჩინონ მაღალი თვითშეგნება, დარჩნენ იზოლაციაში და არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას.

უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით სისტემატურად მართავს სხდომებს, რათა უწყებებმა შეთანხმებული ზომები მიიღონ.

კორონავირუსთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას დროებით წყვეტს>>

საქართველოში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანია. კარანტინში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო 51 კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ყველა ახალი ამბავი
0