კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 16 მარტისთვის

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს უმთავრესი მიზანია – არ დაუშვას ქვეყანაში იტალიის ანალოგიური მდგომარეობის შექმნა.

თბილისი, 16 მარტი  — Sputnik.  საქართველოს მთავრობა მთელი ძალით ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას – მიღებული ზომების ჩამონათვალი დღითი დღე იზრდება.  

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავისუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33–მდე გაიზარდა

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს აღწევს და მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება. ძირითადი აქცენტი თავად მოსახლეობის მობილიზაციაზე გადადის.

„გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების წინაშე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ამ დროისთვის გატარებული ზომების რიცხვშია (სია დღითი დღე ივსება):

სამუშაოს ორგანიზაცია

შეიქმნა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. 

სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ასეთივე რეკომენდაციები გაიცა კერძო კომპანიებისთვისაც. 

საქართველო-რუსეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საფრთხე: საქართველო რუსეთთან საზღვარს დროებით კეტავს

მთავრობის გაფრთხილება: დამსაქმებელი ვალდებულია კარანტინის პერიოდი, რომელიც ბიულეტენთან არის გათანაბრებული, ანაზღაურდეს.

მოქალაქეები, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის პირობებს, პოლიციის ძალით გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში - ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს

ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირების საგანგებო გეგმის შემუშავება დაიწყო, რათა ტურისტული სექტორისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

კულტურა და სპორტი

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები.

დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი. 

მუშაობა შეწყვიტა დედაქალაქის ღამის კლუბებმა. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ევროპაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს

შეწყდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები.

გაურკვეველი ვადით გადაიდო ძიუდოში თბილისის გრან–პრის გამართვა.

14 მარტს საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდო.

26 მარტს დაგეგმილ საქართველო–ბელარუსის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ქართული მხარე მატჩის გადადების მომხრეა.

სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საბავშვო ბაღები

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

დაიკეტა საბავშვო ბაღები. 

ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკი 14–დღიან კარანტინში მოათავსებს მიმოქცევიდან ამოღებულ ფულის ბანკნოტებს. კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების საფრთხის გამო. 

საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკი“ კლიენტებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

პენიტენციური სისტემა

პრობაციონერებს უფლება აქვთ, პრობაციის ბიუროში სავალდებულო რეგისტრაციისთვის 14 აპრილამდე არ გამოცხადდნენ.

კოლონიებსა და საპატიმროებში აიკრძალა პაემნები, სანაცვლოდ გაიზარდა სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი.

საზღვარი და გადაადგილება

გაუქმდა ჩინეთთან, ირანთან და იტალიასთან ავიამიმოსვლა.

14 მარტიდან 10 დღით დაიკეტა საზღვარი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. 15 მარტიდან კი მუშაობა შეაჩერა „სარფის" საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე. 

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უცხოეთში გამგზავრებისგან.  

ავტომატურ შემოწმებასა და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში ყოფნას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ მსოფლიოს 11 ქვეყანაში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და დანიაში. უცხოელები იმ შემთხვევაში დააღწევენ თავს კარანტინს, თუ წარმოადგენენ PCR-ის ცნობას.

მთავრობა მუდმივ რეჟიმში შეახსენებს მოქალაქეებს: 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
კორონავირუსის პრევენცია: რა გაკეთდა და რა იგეგმება

„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ! კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს... კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა ახალი ამბავი
0