ემუქრება თუ არა კორონავირუსი ლარს, ანუ ბუნდოვანი პერსპექტივა

© Sputnik / Alexander Imedashviliსავალუტო ჯიხური
სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ვალუტა მყარდება, ლარის კურსი ბოლო თვეების მინიმუმზეა. რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარება, რა გავლენა ექნება გლობალურ გამოწვევას საქართველოს ეკონომიკასა და, კონკრეტულად, ეროვნული ვალუტის კურსზე?

სამსონ ხონელი

გასული ზამთარი ეროვნული ვალუტისთვის იღბლიანი გამოდგა – ლარის კურსი ბოლო რამდენიმე თვის მინიმუმზეა. მართალია, დღეს ამერიკული დოლარი თორმეტი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 11 თეთრით უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ფაქტია, ეროვნული ვალუტა ახალი წლის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული სტაბილურად მყარდება. დასტურად ციფრებს მოვიშველიებ. თუ გასული წლის მიწურულს ლარი დოლარის მიმართ 2.96-2.98-ს შორის მერყეობდა, ახლა ის 2.78-2.80-ის ნიშნულზეა.

საქართველოს მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
წყაროზე ნათქვამი... ანუ ვინ მიდის და ვინ დარჩება?

რატომ, საინტერესოა, რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია? ხელისუფლების, ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა, ექსპერტ-ანალიტიკოსთა თუ სპეციალისტთა შეფასებით, ლარის გამყარებაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.

მათი უმრავლესობის განმარტებით, ლარის კურსზე, პირველ რიგში, გავლენა აქვს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. კერძოდ, გასული წლის მეორე ნახევრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რეფინანსირების განაკვეთი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 6.75 პროცენტიდან 9 პროცენტამდე გაზარდა, რაც ბოლო ათი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ბანკირების საგაზაფხულო გათვლები... ვინ რას ელის და ვის რისი იმედი აქვს?  

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად სწორედ კობა გვენეტაძის უწყების ე.წ. „ძვირი ფულის“ პოლიტიკას ასახელებს. „რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება და სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციები“, − აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

თავად ეროვნულ ბანკში კი ამბობენ, რომ საბანკო სფეროს მარეგულირებელი უწყების მიერ გატარებული მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკის პარალელურად იყო ლარის გამყარების გამომწვევი სხვა მიზეზებიც. „გასული წლის განმავლობაში ძლიერი იყო საგარეო ფაქტორი. რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი საკმაოდ პოზიტიურ მაჩვენებლებზე გავიდა, ისტორიულად მინიმალურ ნიშნულამდე შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ანუ იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა... უცხოელების მხრიდან გაიზარდა ფასიან ქაღალდებში ლარში დაბანდების ინტერესი“, − ბრძანა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, „ლარის გამყარება აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელი პროცესია, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება“.

 Expo GEORGIA - Sputnik საქართველო
ცოტა ღვინო, ცოტაც თხილი... კიდევ რას ვყიდით მსოფლიო ბაზარზე?

საგულისხმოა, რომ ოფიციალურ პირთა პოზიციას ანალიტიკოსები და სპეციალისტებიც იზიარებენ. ნათქვამის დასადასტურებლად ახლა ციტირების მეთოდს არ გამოვიყენებ. იმედია, მკითხველი მენდობა და მოკლედ მოგახსენებთ, რომ ექსპერტების, ფინანსისტებისა და ეკონომისტების შეფასებით, გასული წლის განმავლობაში ლარის გაუფასურება განაპირობა არა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებამ, არამედ უარყოფითმა მოლოდინებმა. ეროვნული ვალუტის პოზიციის შესუსტებამ დააჩქარა ინფლაციური პროცესი. კრიზისულ ვითარებაში კობა გვენეტაძის უწყებამ შეიმუშავა კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად დაიწყო მისი განხორციელება. ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, 5 პროცენტით შეამცირა უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების დარეზერვების საპროცენტო განაკვეთი, რამაც კომერციულ ბანკებს ეკონომიკური საქმიანობისთვის თითქმის 700 მილიონი ამერიკული დოლარი გამოუთავისუფლა. დროული იყო სავალუტო ინტერვენციებიც.

ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკის გადაწყვეტილება და გახარებული მსესხებლები...

პოზიტიური გავლენა ჰქონდა საზოგადოებასთან ეროვნული ბანკის სწორ კომუნიკაციას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და არის ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესება. ეს არის ტურისტული ნაკადებისა და ფულადი გზავნილების მზარდი მაჩვენებლები, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობებს შორის სხვაობის შემცირება ექსპორტის სასარგებლოდ. ასეთია ის მთავარი ფაქტორები, რამაც ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა და სპეციალისტთა მოსაზრებითაც ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია განაპირობა... ერთი წუთით, ერთი წუთით! ფინანსთა მინისტრი რას ამბობს? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და მართალიც იქნება. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, როცა ქვეყნის მთავარ ფინანსისტს ლარის გამყარების ფაქტორებზე არაფერი უთქვამს. ჟურნალისტებთან საუბრისას ივანე მაჭავარიანი მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციით შემოიფარგლა. მომავლის პროგნოზირებისგან კი თავი შეიკავა. „დღეს ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მიუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს და ამ დიაპაზონში ვდგავართ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რა იქნება ერთ თვეში ან სამ თვეში, ამაზე არც არავინ არ უნდა გააკეთოს პროგნოზი. ბევრი რამე დამოკიდებული იქნება საგარეო მოვლენების განვითარებაზე... ტურიზმის სეზონზე. კორონავირუსმა ავიამიმოსვლა უკვე შეამცირა. როგორი იქნება მისი ეფექტი, იმაზე მეტი ტურისტი იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია, თუ ნაკლები? სხვა მრავალი ფაქტორიც არის, მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვნური ჩარევისგან თავი შევიკავოთ“, − განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კაცი ბანკომატან - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გითხრან უარი ბანკში კრედიტის მიღებაზე

ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა კორონავირუსი ახსენა და საკამათო არ არის, რომ ეს გლობალური პრობლემა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე ნეგატიურად აისახება და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას უკვე ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა. „პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ამ ბოლო დღეების განმავლობაში მარტისა და აპრილის თვეზე ჯავშნების 90 პროცენტი ყველას გაუუქმდა. ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. არ ვიცით, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. ახლა ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რომ პერსონალი არ გავუშვათ სამსახურებიდან“, − ამბობს შალვა ალავერდაშვილი. მისი თქმით, ყველაზე დიდი დარტყმა თბილისმა მიიღო. რეგიონების დიდ ნაწილში სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო და ეს მათ მდგომარეობას ამსუბუქებს. კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში ტურიზმის სფეროში შექმნილ გამოწვევებზე მსჯელობისას ითქვა, რომ პირველი რიგის ამოცანა ბანკებთან ურთიერთობა იქნება. უნდა გაირკვეს სესხების დაფარვის საკითხი...

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
სურვილები ციფრებში... ვინ საით უბერავს, ვის რა უნდა და რატომ?

„კორონავირუსის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მასშტაბი ამ ეტაპზე მცირეა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, − წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია. თუმცა, მისი აზრით, ჯობს ამთავითვე ვიცოდეთ, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ სხვადასხვა მიმართულებით თხუთმეტპროცენტიანი დანაკარგის პირობებში. როგორც ეკონომისტი წერს, იტალიაში, რუსეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში ქართველი დასაქმებულებისთვის, არსებული და მომავალში შესაძლო სირთულეების გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების შემცირება მოსალოდნელია თითქმის 10 მილიონი ამერიკული დოლარით. კორონოვირუსის გავრცელებითა და საარჩევნო წლისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური რყევების გათვალისწინებით, უცხოური ინვესტიციები შესაძლოა დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარით შემცირდეს. ეკონომისტის შეფასებით, საგარეო

პენსიონერი დეზერტირების ბაზართან - Sputnik საქართველო
ნაბახუსევზე მივიწყებული ამბავი, ანუ ღირსეული სიბერის ისტორია

შოკს ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა ტურიზმის სექტორზე ექნება. მისი თქმით, მხოლოდ ხმელეთის მეზობელი სახელმწიფოებიდან ყოველთვიურად საქართველოს ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს, რაც, მათი საშუალო დანახარჯის და თხუთმეტპროცენტიანი დანაკარგის პირობის შემთხვევაში, დაახლოებით 40 მილიონი ლარის ზარალს უდრის. თუ ამას დავუმატებთ იტალიასთან ფაქტობრივად შეჩერებულ ავიამიმოსვლას, ირანთან და ჩინეთთან ჩაკეტილ საზღვარს, ეს დანაკარგი კიდევ 40 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში მხოლოდ ამ ქვეყნებიდან დანაკარგი 80 მილიონ ლარს მიაღწევს. ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, რომ ქართულ ექსპორტს ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა იმპორტის შესაძლო შეზღუდვამ შეიძლება ნედლეული გააძვიროს. ეს პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო მასალებს ეხება...

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანს, რომ „გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწია“, „გამოფხიზლებულ“ ლარს საკონტროლო დარტყმით ახლა უკვე კორონავირუსი ემუქრება და საეჭვოა, საფინანსო სექტორში მხოლოდ ჰიგიენური პირობების გამკაცრებამ პოზიტიური შედეგი გამოიღოს... მიუხედავად ამისა, ოპტიმისტური პროგნოზიც კეთდება, ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ 2020 წლისთვის ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.80 ლარის ფარგლებში შენარჩუნდება.  

 

ყველა ახალი ამბავი
0