ლარი მყარდება, მაგრამ ფასები კვლავ იზრდება

© Sputnik / STRINGERბაზარი
ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონის შემცირება ქვეყანაში უკვე იანვრიდან დაიწყო და წლის განმავლობაში ის მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 6,4% შეადგინა იმ დროს, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

სურსათზე ფასებმა წელიწადში 12,7%-ით მოიმატა, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოს ნაწარმზე – 4,6%-ით.

საახალწლო ვაჭრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაცია დასტაბილურდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდა შესაძლოა შენელდეს

იანვართან შედარებით, ფასებმა თებერვალში 0,3%-ით მოიმატა, ხოლო 2020 წლის პირველ ორ თვეში – 1%-ით. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წლის დასაწყისიდან 2,9%-ით გაიზარდა.

წლიურმა ინფლაციამ 2019 წლის დეკემბერში 7% შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დონის შესამცირებლად 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო.

Fitch: საქართველოს ეკონომიკამ გარე ფაქტორებისადმი მდგრადობა აჩვენა>>

რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდიდან წლის ბოლომდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 29 იანვარს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 9%-ის დონეზე დატოვა.

ინფლაციის დონის პროგნოზები

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონის შემცირება ქვეყანაში იანვრიდან დაიწყო და წლის განმავლობაში ის მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს.

როგორც ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, ამას უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც გამკაცრებული დარჩება, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივი 3%-ის დონემდე არ შემცირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებისა და ერთჯერადი ეფექტების დისპერსიის გამო, მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება.

 სსფ-ი მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა

ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველი გლობალური პერსპექტივები მოითხოვს გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას, სავალუტო რეზერვების გაზრდასა და გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.

თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, ინფლაციის დონის შემცირება ფასების შემცირებას არ გამოიწვევს.

„ეროვნული ბანკი აკავებს ინფლაციას და ელოდება, რა იქნება შემდგომ ფასებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ უკვე გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ფასები არ შემცირდება, უბრალოდ, ინფლაცია შეჩერდება, პროდუქტებზე კი მაღალი ფასები დარჩება", – განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

ყველა ახალი ამბავი
0