11:16 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (517)
45 0 0

Fitch-ი არ ელოდება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის არსებული მიმართულებიდან არსებით გადახრას მიუხედავად არჩევნების შედეგებისა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში „BB“ დონეზე „სტაბილური“ პროგნოზით, ნათქვამია სააგენტოს პრეს-რელიზში.

„საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მმართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით. აგრეთვე იმით, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ", – ნათქვამია პრეს-რელიზში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს>>

მეორე მხრივ, Fitch-ის შეფასებით, ეს უპირატესობები გაწონასწორებულია სახელმწიფო ვალზე მნიშვნელოვანი გავლენით უცხოურ ვალუტაში რისკით, საფინანსო სექტორის მაღალი დოლარიზაციით და გარე დაფინანსებით, რომლებიც მნიშვნელოვნად სუსტია, ვიდრე BB კატეგორიის ქვეყნების უმრავლესობაში.

ეკონომიკური ზრდა

Fitch-ის შეფასებით, რეალური მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა 5,2%-ს შეადგენს, სააგენტოს პროგნოზი იყო 4,3%. საქართველოს ტურისტულ სექტორზე რუსეთის მიერ ავიამიმოსვლაზე ემბარგოს ზეგავლენა უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამდენადაც თურქეთიდან და ევროკავშირიდან სტუმრების რაოდენობის ზრდამ რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის ვარდნის კომპენსაცია მოახდინა.

„მიუხედავად ზოგიერთი ძირითადი საექსპორტო პარტნიორის (აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი) სუსტი ეკონომიკური ზრდისა, ექსპორტის ზოგადი ზრდა დადებითი რჩებოდა, რასაც ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრების მრავალფეროვანმა ბაზამ და ქართული ლარის კურსის დაცემამ", – მიიჩნევს სააგენტო.

Fitch-ის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 4,4%-მდე შენელდება, რაც ოდნავ მაღალია ზრდის ხუთწლიან საშუალო ტემპზე (4,2%) ВВ კატეგორიის შესადარებელ ქვეყნებს შორის.

უფრო ნელი ზრდა, ძირითადად, ასახავს შიდა მოთხოვნების უფრო სუსტ პერსპექტივებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების გამო. შენარჩუნებულ გაურკვევლობას მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე და ცოტა ხნის წინ შიდა პოლიტიკურ არეულობებს შეუძლია გავლენის მოხდენა ზრდის პერსპექტივაზე, განსაკუთრებით, ინვესტიციებზე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი შენელდა 2018 წლის შუა პერიოდიდან, ნაწილობრივ გაზსადენის პროექტი TANAP-ის დასრულების გამო, მაგრამ ასევე თურქეთის სუსტი ეკონომიკის გამო. ცოტა ხნის წინ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე კონტრაქტების გაწყვეტამ მოიტანა ის, რომ Fitch-მა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ პროგნოზი შეამცირა.

გარე და შიდა პოლიტიკური ფაქტორები

სააგენტო მიიჩნევს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური გაურკვევლობაა შენარჩუნებული. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" უუნარობამ, მიეღო დაპირებული ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, მოიტანა პარლამენტის ბოიკოტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და საზოგადოებრივი პროტესტი. მიმდინარე მოვლენები არჩევნების შედეგს უკიდურესად გაურკვეველს ხდის.

თუმცა, Fitch-ი არ ელოდება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის არსებული მიმართულებიდან არსებით გადახრას მიუხედავად არჩევნების შედეგებისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის 2021 წლის აპრილამდე გაგრძელება დაეხმარება ამ პოლიტიკის ავტორიტეტის შენარჩუნებას და საარჩევნო ციკლის განმავლობაში სტრუქტურული რეფორმების მიმართულებას.

რუსეთთან ურთიერთობები კვლავ მყიფეა. მიუხედავად ფრენების აკრძალვისა, გეოპოლიტიკური რისკების მგრძნობელობა შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკაზე მაღალი რჩება.

საქართველოს რეიტინგი შეიძლება გაიზარდოს მშპ-ის ზრდის პერსპექტივის გაუმჯობესების შემთხვევაში, მაკროსტაბლურობის შენარჩუნებით, აღნიშნავს Fitch-ი და, პირიქით, სახელმწიფო ვალის ზრდასა და ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდას შეუძლია რეიტინგის შემცირება.

საქართველოს საგარეო ბრუნვა: იმპორტმა ზრდა დაიწყო>>

Fitch Ratings-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში "BB-"-დან "BB" დონეზე „სტაბილური“ პროგნოზით 2019 წლის თებერვალში გაზარდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (517)

მთავარი თემები