საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად ამბიციური გეგმები აქვს

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBპროგრამა "წარმოე საქართველოში" შეჯამება
პროგრამა წარმოე საქართველოში შეჯამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წლიდან დაწყებული, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერა აღმოუჩინეს 500-მდე საწარმოს, 6,2 ათასზე მეტმა ოჯახმა კი მიკროგრანტები მიიღო

თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020-2021 წლების გეგმებში შედის 225 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად, რომლის წყალობითაც ქვეყანაში 3,5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. 

კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ინვესტორებთან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 2019 წელს გაწეული სამუშაო შეაფასა და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. ის მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იმავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს–სექტორის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ.

 „2019 წელს დამტკიცდა სააგენტოს სტრატეგია ინვესტიციების გასაზრდელად. სააგენტოს დახმარებით, 2019 წელს ქვეყანაში გაჩნდა ხუთი ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქვეყანას 83 მლნ დოლარს მოუტანს პირდაპირი ინვესტიციების სახით და შეიქმნება 850 ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ხიდურელმა.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას სიტყვებით, პროგრამა სარგებლობს დიდი პოპულარობით ბიზნესმენებს შორის. 2014 წლიდან დაწყებული, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერა აღმოუჩინეს 500-მდე საწარმოს, 350-მდე მცირე სასტუმროს, 6,2 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე, საოჯახო ბიზნესსაქმიანობის წამოწყება.

 „ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში, ქალაქებსა თუ რეგიონებში“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთლიანობაში, თურნავამ განვლილი წელიწადი საქართველოს ეკონომიკისთვის დადებითად შეაფასა.

 „განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა, იმ საწარმოებმა, რომლებმაც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“, – აღნიშნა მინისტრმა პრეზენტაციაზე

ძირითადი მიმართულებები

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ბიზნესის განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა. 

კარიერი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის 100 ობიექტი გააქვს

 „დღეს პროგრამის ფარგლებში სააგენტომ მხარდაჭერა აღმოუჩინა 359 სამეწარმეო პროექტს, რომელთა შედეგად ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. მათ შორის, გასულ წელს დაფინანსდა 85 პროექტი, რაც 31%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით. 19%-ით გაიზარდა ინვესტიციები კერძო სექტორის მხრიდან“, - განაცხადა ხიდურელმა.

გარდა ამისა, მთავრობამ მხარი დაუჭირა 136 სასტუმრო პროექტს, რამაც 3,3 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. 2019 წელს მხარდაჭერა მიიღო 59-მა სასტუმრომ, რაც 48%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.

სააგენტო გეგმშია პროგრამის წარმატებით განხორციელების გაგრძელება, მეტი ბიზნესმენის მოზიდვა და მათთვის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისას თანადაფინანსების მისაღებად პირობების შემსუბუქება.

ყველა ახალი ამბავი
0