საქართველოს პრემიერმა ინვესტორებთან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილა

© Sputnik / Alexander Imedashviliკანცელარიის შენობა
კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა ბიზნესმენებთან ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და გაკოტრების საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ კერძო სექტორთან კონსულტაციებისა და დეტალური განხილვის შემდეგ იქნება მიღებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულებისას. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა

მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი, ბიზნესომბუდსმენი და ადგილობრივი და უცხოური ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მიგვაჩნია, რომ ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კერძო სექტორთან ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომაზე.

სხდომაზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0