მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის მარტი

© Sputnik / Vladimir Umikashviliკეუკენჰოფის ბაღი
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს. გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით

ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, სჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დაგეგმოთ მარტის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, სჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყივრება..

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან - მწერებთან და მღრღნელებთან - ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი – კირსტენბოშის ეროვნული ბოტანიკური ბაღი>>

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამორებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

როგორ მოვუაროთ წიწვოვან მცენარეებს გაზაფხულზე. აგრონომი თენგიზ კუტალია - Sputnik საქართველო
როგორ მოვუაროთ წიწვოვნებს გაზაფხულზე - ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკოსი მებაღისგან

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

ყვავილები - Sputnik საქართველო
ოთახის მცენარეები - მოვლის წესების დარღვევა

მებაღის კალენდარი 2020 წლის მარტში

მთვარის ფაზები:

1-8 მარტი, 25-31 მარტი - მზარდი მთვარე

9 მარტს - სავსემთვარეობა

10-23 მარტი - კლებადი მთვარე

24 მარტი - ახალმთვარეობა

ხელსაყრელი დღეები მარტში

როგორ ვითარდება მცენარე მარტში, ამაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მოსავალი. ამ თვეში მცენარეების მოვლისთვის ხელსაყრელი დღეების ხელიდან გაშვება არ ღირს.

გაზაფხულის დასაწყისში შეიძლება ბოსტნეული კულტურების დარგვა, ასევე, ყვავილების. მიწაზე უნდა შეასრულოთ მოსამზადებელი სამუშაოები - გაასუფთავოთ და გააფხვიეროთ.

ყველაზე ხელსაყრელი დღეებია:

2-5 მარტი - მზარდი მთვარე ტყუპისა და კირჩხიბის ნიშანში.

17-18 მარტი - კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანში

27-28 მარტი - მზარდი მთვარე კუროს ნიშანში

არ ღირს მიწაზე მუშაობა 9, 15, 24 მარტს.

ნეიტრალური დღეებია 10, 11, 17-22, 26-28 მარტი. ამ დღეებში სამუშაოები უსარგებლო არ იქნება.

სასტიკად აკრძალულია მუშაობა 9 და 24 მარტს - იქნება სავსემთვარეობა და ახალმთვარეობა.

გადარგვისთვის ხელსაყრელი დღეები: 1-7, 13, 16, 23, 29, 30 მარტი

დათესვისთვის არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 10, 19, 20, 21, 23, 24, 31 მარტი

ყველა ახალი ამბავი
0