როგორ დაგეგმოთ მარტის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

1 მარტი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. არასასურველია დიდ პროექტებთან შეჭიდება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, გააკონტროლეთ ემოციები.

სანაპირო - Sputnik საქართველო
მერკური რეტროგრადული ხდება: რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე

2 მარტი: მზარდი მთვარე ტყუპის თანავარსკვლავედშია. კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად, სხვადასხვა თემაზე დისკუსიებისთვის, საქმიანი შეხვედრების ორგანიზებისთვის. იაქტიურეთ ფიზიკურად. შემოქმედებითი საქმიანობა სიხარულსა და ჰარმონიას მოგიტანთ.

3 მარტი: მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. დიდია უმიზეზო კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ სჯობს, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ. გაუფრთხილდით საკუთარ ენერგიას, მოერიდეთ კამათს, არ აჰყვეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა უნდათ. კარგი დღეა სპორტისთვის.

4 მარტი: მზარდი მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედშია. შესანიშნავ შედეგებს მოიტანს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, სპორტთან, მეცნიერებასთან, კულტურასთან, მშენებლობასთან და ინვესტიციებთან. მთვარის ენერგეტიკა გახდება მთავარი დამხმარე, ამიტომ შესაძლებელია გარისკვა, მტკიცედ მოქმედება საქმიან სფეროში. მოერიდეთ კონფლიქტებს.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

5 მარტი: მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. გული არ გადაუშალოთ იმ ადამიანებს რომლებიც თქვენთან ახლოს არ არიან. მათთან განსახილველად ნეიტრალური თემები შეარჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვის შემცირება უპრიანი იყოს. მოერიდეთ ურთიერთობების გამორკვევას, თუ მაინც მოგიწიათ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დაასუფთავეთ სახლი და პირველ რიგში საძინებელი ოთახი მოაწესრიგეთ.

6 მარტი: მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს დიდია ტრავმის მიღების ალბათობა, ამიტომ იფრთხილეთ. ასევე, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით. გარშემომყოფების მიმართ იყავით შემწყნარებლური. არ ინერვიულოთ – ნეგატიური ემოციები ყველაფერს უფრო გაართულებს. ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

7 მარტი: მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. სჯობს, ახალი წამოწყებები შემდეგი დღისთვის გადადოთ. ახლა მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ, რადგან მალე დაიღლებით. იმუშავეთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ. არ დაიწყოთ რემონტი – ეს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგით დასრულდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

8 მარტი: მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. იმოქმედეთ მტკიცედ და წარმატებებს მიაღწევთ. შესაძლებელია ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ადრე ძალიან რთულად გეჩვენებოდათ. კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ფინანსური ტრანზაქციების, შემოქმედებისა და ბიზნეს–პროექტებისთვის. შეგიძლიათ, თავი ახალ სფეროში მოსინჯოთ. მთავარია, უსაქმოდ არ ისხდეთ. შეებრძოლეთ სიზარმაცეს.

9 მარტი: სავსემთვარეობაა ქალწულის ნიშანშია. არასასურველია საქმიანი მივლინება ან დასვენების მიზნით მოგზაურობა. ორგანიზმს გაუჭირდება მგზავრობა. მას სიმშვიდე ესაჭიროება. ხელსაყრელი დღეა წვრილმანი საქმეებისთვის. თუ ვინმე თქვენს ემოციებზე ზემოქმედებას გადაწყვეტს, ეცადეთ, პროვოკაციაზე რეაგირება არ მოახდინოთ.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

10 მარტი: კლებადი მთვარე სასწორის თანავარსკვლავედშია. ოპტიმალური დღეა კომუნიკაციისთვის. გარშემო ყველა პოზიტიურად იქნება განწყობილი. თუ დასვენება გსურთ, აქტიური დასვენება სჯობს, ახლობლების კომპანიაში, თამაშებით, პატარა პიკნიკით და ა.შ. ახლა კარგია ემოციური „გადატვირთვა“. ეცადეთ, მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0