„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის მორიგი დეფიციტი

© photo: Sputnikსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამას 75 მილიონი ლარის დამატებამ მოუწია – 40 მილიონი მიმდინარე გადახარჯვა და 35 მილიონიც წინა წლების დავალიანება... რა იწვევს ნაქებ პროგრამაში თანხის გადახარჯვას?

2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 13,313 მლრდ ლარი იყო. აქედან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3,978 მლრდ ლარს შეადგენდა. როგორც ვხედავთ, მთელი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის თითქმის 30% ამ სამინისტროზე მოდის. შესაბამისად, ყველაზე დიდი დაფინანსებაც ეკატერინე ტიკარაძის უწყებას ეკუთვნის. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ხმარდება, ხელისუფლების საამაყო „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაა. ადრეც ვწერდით, რომ პროგრამა დეფიციტურია და ბიუჯეტის დამტკიცებისას განსაზღვრული თანხა წლის ბოლომდე არასოდეს ჰყოფნის. ასე იყო გასულ წელსაც. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას ამ პროგრამას 754 მილიონი ლარი განუსაზღვრეს, რაც მთელი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის თითქმის მეხუთედია. წლის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამამ დაახლოებით 40 მილიონი ლარით მეტი ხარჯი გასწია, შესაბამისად, აღნიშნული თანხის დამატება სამინისტროს სხვა წყაროებიდან მოუწია.

სიგარეტი მარაზიაში - Sputnik საქართველო
სიგარეტი კიდევ გაძვირდება, კონტრაბანდა კი დღითი დღე იზრდება

უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის ხარჯების სრულად დასაფინანსებლად საჭირო გახდა ასიგნებების გაზრდა, ასევე სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტებში წარმოქმნილი თავისუფალი რესურსებისა (38 806 020 ლარი) და იანვარ-დეკემბრის თვეებში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენება (900 200 ლარი).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის ფარგლებში წინა წლების განმავლობაში დაგროვილი აქვს დავალიანება, რომლის დასაფარად შარშან, 19 დეკემბრის განკარგულებით დამატებით 35 მილიონი ლარი გამოიყო.

ასე რომ, 2019 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამას 75 მილიონი ლარის დამატებამ მოუწია – 40 მილიონი მიმდინარე გადახარჯვა და 35 მილიონიც წინა წლების დავალიანება.

ტურისტები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

შეგვიძლია აქვე გავიხსენოთ პროგრამაზე თანხის დაკლების ტენდენცია:

2018 წელს 713 მლნ ლარს სამინისტრომ 43 მლნ დაამატა;

2017 წელს 660 მლნ-ს 40 მლნ დაუმატეს;

2016 წელს 570 მლნ-ს 53 მლნ დაუმატეს;

2015 წელს 470 მლნ-ს 100 მლნ დაუმატეს;

2014 წელს თავიდან 200 მლნ იყო, გაწეულმა ხარჯებმა კი 338 მილიონი შეადგინა.

სულ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში წარმოქმნილმა დეფიციტმა 360 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
შემოსავლების მიხედვით კომპანიების ტოპ-ათეულში უმეტესობა აზარტული თამაშების კომპანიაა

შარშან აქტუალური გახდა და დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები ყველა კლინიკისთვის გათანაბრდა. დადგენილების ამოქმედების მიზანი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაა.

„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის დეფიციტურობის რამდენიმე მიზეზი

ექსპერტების თქმით, რამდენიმე მიზეზია, რის გამოც „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაზე თავდაპირველად გამოყოფილ თანხას დამატება სჭირდება ხოლმე.

როგორც „საქართველოს უნივერსიტეტის“ კვლევითი ინსტიტუტის - „გნომონ ვაიზის“ (Gnomon Wise) მკვლევარი ეგნატე შამუგია ჟურნალ „ფორბსში“ წერს, დეფიციტის მიზეზი ჯანდაცვის ხარჯების ზრდასა და ეკონომიკურ ზრდას შორის სხვაობაა. კერძოდ, ჯანდაცვის რეალური დანახარჯები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ეკონომიკა. მაგალითად, 2008-2013 წლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯები საშუალოდ 1%-ით იზრდებოდა. მომდევნო ხუთწლიან პერიოდში კი ზრდა საშუალოდ 2.4%-ია, მაშინ, როცა 2013-2018 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა საშუალოდ მხოლოდ 1.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მთლიანი დანახარჯების ზრდასთან ერთად სოციალური დაზღვევის ხარჯებიც იზრდება.

საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ახალი წლიდან

ჯანდაცვის დანახარჯების ზრდის უმთავრესი მიზეზები ტექნოლოგიური გაუმჯობესება (მკურნალობის ახალი მეთოდები, რაც უფრო ძვირადღირებულია) და მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაა (ასაკოვანი ადამიანები უფრო მეტად საჭიროებენ სამედიცინო სერვისებს).

შამუგიას თქმით, 2014 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამის დანაკლისმა გეგმის 69.3% შეადგინა, რაც მომდევნო წლებში შემცირდა, თუმცა გასული წლის დეფიციტი დაახლოებით 8.0% მაინც იყო. დიდი ალბათობით, სწორედ ეს გახდა მთავრობის მხრიდან ცვლილების განხორციელების მიზეზი. მაგრამ 520-ე დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის საჯარო ხარჯებისა და პროგრამის დეფიციტის შემცირების საშუალება არ არის. პირიქით, პრობლემას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება

ზოგადად, სადაზღვევო კომპანიებისთვის თანხების გადახარჯვის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტი ასახელებს მზღვეველის ნაკლებ ინფორმირებულობას: დამზღვევი უფრო ნაკლებ ინფორმაციას ფლობს დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე თავად დაზღვეული ან დაზღვევის მსურველი. ასეთ დროს სადაზღვევოს მიერ შეიძლება ისეთი ადამიანი იქნას დაზღვეული, რომლის სამედიცინო საჭიროების რისკი მაღალია. შედეგად, სადაზღვევო კომპანიას ნავარაუდებზე მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ასეთი რისკი არსებობს კერძო კომპანიების შემთხვევაში, კიდევ უფრო რთულად არის საქმე სახელმწიფო მზღვეველის შემთხვევაში და დანახარჯებიც უფრო მეტია ნავარაუდებთან შედარებით. 

დეფიციტის მომდევნო მიზეზად ექსპერტი ინფორმაციის ასიმეტრიულობის კიდევ ერთ მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას – როცა ერთ მხარეს კარგად ინფორმირებული ექიმი  დგას, ხოლო მეორე მხარეს – სუსტად ინფორმირებული პაციენტი.

საავადმყოფოს კორიდორი - Sputnik საქართველო
რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

„თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის (ექიმის) ინტერესი უფრო მეტი შემოსავლის მიღებაა, მაშინ ამის მიღწევა უფრო მეტი მომსახურების მიწოდებითაა შესაძლებელი. ასეთ პირობებში ექიმი სამკურნალო მეთოდების/საშუალებების შესახებ ცოდნის უპირატესობის გამოყენებით ზრდის მომსახურების მოცულობას. მეორე მხრივ, პაციენტის ქცევაც იცვლება მას შემდეგ, რაც ის მოიპოვებს სადაზღვევო პოლისს და სერვისის ხარჯების დაფარვა მესამე მხარის მიერ ხორციელდება. მაშინ, როცა მომხმარებლისთვის (პაციენტი) მომსახურების მიღება „უფასოა“, მას უჩნდება მიდრეკილება, ისარგებლოს უფრო მეტი სამედიცინო სერვისით, ვინაიდან ხარჯებზე მზღვეველი იღებს პასუხისმგებლობას და არა პაციენტი“.

იმ პირობებში, როცა სამედიცინო მომსახურების მიღების ხარჯები მესამე მხარის – სადაზღვევოს მხრიდანაა უზრუნველყოფილი, ორივეს – პაციენტისა და ექიმის ინტერესების დამთხვევის ალბათობა მაღალია. ინტერესთა თანხვედრის შედეგი უფრო მეტი მოცულობის სამედიცინო მომსახურების გაწევაა. შედეგად კი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები სულ უფრო მეტად იხარჯება.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანი ალექსანდრე რაქვიაშვილი მთავრობის 520-ე დადგენილებისგან სიტუაციის გაუმჯობესებას არ ელოდება. მისი თქმით, „საყოველთაო ჯანდაცვის“ სისტემა ისეა აწყობილი, რომ დასაწყისშივე განწირული იყო დეფიციტურობისთვის და მსგავსი მოდელები ყველგან ანალოგიური შედეგით მთავრდება.

„ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობს, არც ერთ მხარეს – არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს – არა აქვს სტიმული, იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე“, – წერს რაქვიაშვილი.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
ლარიზაციის გეგმა და შედეგი - მთავრობა რეგულაციის შერბილებას აპირებს

მისი თქმით, ახლანდელი მდგომარეობა მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტი დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა „საყოველთაო“ სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებშია აღწერილი. შესაბამისად, კლინიკების და ჯანდაცვის სამინისტროს დავა 520-ე დადგენილების ირგვლივ სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

„დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა გაზარდოს, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ. მაგრამ ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ისტორიას happy end არ ექნება, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ფუნდამენტურად არასწორი სისტემის გაუმჯობესებას, ნაცვლად იმისა, რომ მისი გაუქმების გზების ძიება დავიწყოთ“, – ამბობს რაქვიაშვილი.

ზემოხსენებული „გნომონ ვაიზის“ ანგარიშის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ კლინიკები სხვადასხვა შემთხვევების დროს „საყოველთაოს“ პაციენტებს საშუალოდ 6.2 საათით მეტხანს აყოვნებენ. მიზეზი კი ბანალურია – სახელმწიფო პროგრამიდან რაც შეიძლება მეტი თანხის მიღება...

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0