კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 17–23 თებერვლის პერიოდში

© photo: courtesy of V. Naverianiტყე ზამთარში
ტყე ზამთარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკმაოდ არაპროგნოზირებადი კვირა გველოდება. თუ გზაზე სირთულეებს გადააწყდით, გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა. რაც არ უნდა მოხდეს, იყავით ოპტიმისტურ განწყობაზე

მნიშვნელოვანი მოვლენა ამ პერიოდში ისაა, რომ მერკური 17 თებერვალს უკუსვლას იწყებს, ანუ რეტროგრადული ხდება.

მერკური პასუხისმგებელია ინტელექტზე, აზრებზე, მეტყველებაზე, კონტაქტებზე, მოლაპარაკებებზე, ვაჭრობაზე, დოკუმენტებზე, ინფორმაციაზე, მგზავრობაზე და სხვა. შესაბამისად, ყველა ამასთან დაკავშირებული პროცესი დამუხრუჭდება, დაყოვნდება. ასეთ პერიოდებში საჭიროა ამ სფეროებში მეტი ყურადღების გამოჩენა.

სანაპირო - Sputnik საქართველო
მერკური რეტროგრადული ხდება: რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე

ვერძი

დგება დრო, როდესაც ყველაფერში წესები უნდა დაიცვათ. ეს, პირველ რიგში, იმიტომაა საჭირო, რომ ემოციებს წინა პლანზე გამოსვლის საშუალება არ მისცეთ. მშვიდად უნდა შეხვდეთ იმას, რომ დაგეგმილი რაც გაქვთ, გზადაგზა მათი შეცვლა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ კვირაში მოერიდოთ ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობას და ბანკებთან ურთიერთობებს.

სიყვარულის მხრივ ამ პერიოდში საკმაოდ რომანტიკული გახდებით. შესაძლოა, თქვენი ქათინაურები დიდი სიტყვაკაზმულობით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ვისაც სურვილი ექნება, ის ყველაფერს გაიგებს.

მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი>>

კურო

იდეალური კვირაა ახალი ინფორმაციის ათვისებისა და სწავლისთვის. ვინც ინტელექტუალურ და შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობთ, დიდად გაგიმართლებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ, უბრალოდ, პრიორიტეტები სწორად განალაგოთ და სამუშაო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროდ აქციოთ.

მაგრამ სიყვარული და რომანტიკა მეორე პლანზე არ გადადის. უქმეებზე შეგიძლიათ დაისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ასევე, მარტომ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ კვირის დასაწყისი, შესაძლოა, რთული იყოს იმის გამო, რომ ხანდახან სხვისი პრობლემების მოზიდვა გიყვართ. ეცადეთ, ეს თავიდან აირიდოთ.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ტყუპი

რთული კვირა გექნებათ, თუმცა, დილის საათებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგან გაქვთ იშვიათი ნიჭი, რომ საკუთარი თავი დადებით ტალღაზე ააწყოთ. ეს ნიჭი უნდა გამოიყენოთ სწორედ ყოველ დილით, რაც დაგეხმარებათ, რომ დღე მშვენიერი და მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს.

ასტროლოგები გირჩევენ, უქმეებზე ნებისმიერ სამუშაოს აარიდოთ თავი, დაისვენოთ, მოდუნდეთ. სამაგიეროდ, სამუშაო დღეებში თავს სიზარმაცის უფლება არ უნდა მისცეთ, უნდა დაასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. გადაუჭრელი პრობლემები უქმეებზე დასვენებაში შეგიშლით ხელს.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

კირჩხიბი

კირჩხიბები ამ კვირაში ადრე მიღწეული შედეგების გამტკიცებას შეძლებთ. ეს ეხება არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ სასიყვარულო სფეროსაც. იხილავთ თქვენი მუშაობის პირველ შედეგებს.

მთლიანობაში, ამ კვირას ასტროლოგები საკმაოდ სასიამოვნოსა და პროდუქტიულს უწოდებენ, როდესაც სურვილი გაგიჩნდებათ, წინ იაროთ, დაამსხვრიოთ სტერეოტიპები. მაგრამ სპეციალისტები ასევე გირჩევენ, არ დაარღვიოთ სტანდარტული დღის წესრიგი. თუ უქმეებზე მუშაობის სურვილი გექნებათ, იმუშავეთ, ხოლო თუ დასვენების – დაისვენეთ.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ლომი

ლომებს მოგიწევთ ეკონომია, მაგრამ არა ფულის, არამედ რესურსების, დროის. აჯობებს თუ მეტს იმუშავებთ და ცოტას დაისვენებთ, დროს არ დაკარგავთ სოციალურ ქსელებში „ხეტიალზე“ და ფუჭ ლაპარაკში. ასტროლოგები გირჩევენ, არავის უამბოთ საკუთარი გეგმების შესახებ, ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი. ამან, შესაძლოა, გაუგებრობები და ეჭვები წარმოშვას.

ლომები, როგორც ცნობილია, თავის თავზე შეყვარებული ადამიანები ხართ. ამ კვირაში ეს თვისება არ უნდა შეაკავოთ, უნდა გამოამჟღავნოთ, ყველას აჩვენოთ. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა საქმეებში. ეგოიზმის სულ ცოტა წილი გასწავლით დროის ფასს.

ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა>>

ქალწული

ამ კვირაში ყურადღება უნდა გაამახვილოთ საკუთარ საოცარ შრომისმოყვარეობაზე და გამაფრებულ პასუხისმგებლობის გარძნობაზე. ასევე, გაათავისუფლეთ სახლი და სამუშაო ადგილი ძველმანებისგან, რომლებიც თქვენს სასიცოცხლო ენერგიას ანგრევს. ეს მოგიმატებთ ძალებს, რათა უფრო ადვილად გადალახოთ შესაძლო დაბრკოლებები და დამატებითი თავდაჯერებულობა შეიძინოთ.

ძალზე მნიშვნელოვანია პარტნიორობის თემის ბოლომდე გახსნა. თქვენ დამოუკიდებელი ადამიანები ხართ, მაგრამ ხანდახან ყველას უწევს გუნდში მუშაობა. თუ ამ კვირაში ვინმესთან ერთად მუშაობა მოგიწიათ, ამას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ. ერთობლივი შრომა საკუთარი თავისა და მეწყვილის რწმენას საჭიროებს. მარტოხელა ქალწულებმა სიყვარულის სფეროში პაუზა უნდა აიღოთ, ხოლო ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი – მას დრო უქმეებზე დაუთმოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი

ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ სახალხოდ ჩხუბს. ამის გამო შესაძლებელია დიდი უსიამოვნებები წარმოიშვას საქმეებშიცა და სიყვარულშიც. ასევე უნდა მოერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებსა და მანიპულატორებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 19, 20 და 21 თებერვალს, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ნეგატიურ მდგომარეობაში იქნებიან.

სამაგიეროდ, ძალზე პოზიტიური იქნება კვირის დასაწყისი და ბოლო. ამ პერიოდებში არ უნდა უარყოთ ახლობლების თხოვნა დახმარების შესახებ. ეგოიზმმა ამ კვირაში, შესაძლოა, ახლო მომავალში უსიამოვნებები გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი უკან გვიბრუნდება – კარგიცა და ცუდიც.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

მორიელი

მორიელები ამ კვირაში და კერძოდ, ოთხშაბათ–ხუთშაბათს, დაუოკებელი, ძლიერი და ენერგეტიკულად აქტიური გახდებით. ორშაბათს ძალზე დიდი სიფრთხილე გმართებთ, საჭიროა კეთილსინდისიერება ნებისმიერ საქმეში, არ უნდა დააჩქაროთ მოვლენები სიყვარულში. ეს ენერგეტიკულად ყველაზე არასტაბილური დღე იქნება ამ კვირაში, ამიტომ, სჯობს, კომფორტის ზონიდან არ გახვიდეთ.

თქვენთვის აუცილებელია საკუთარი ბიოველის გათავისუფლება ნეგატიური ენერგეტიკისგან. ეს ნიშნავს, რომ უნდა ისწავლოთ პატიება, არ უნდა ჩაიდოთ გულში ბოღმა, წყენა. რომანტიკული შეხვედრები, სჯობს, უქმეებზე დათქვათ, რადგან სამუშაო დღეებში მოვლენების მაღალმა დინამიკამ, შესაძლოა, თქვენი ძალები „შთანთქას“.

მოალერსე წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან

მშვილდოსანი

ამ კვირაში მშვილდოსნები საკუთარი ოცნებების ასრულებას უნდა შეეცადოთ. ამისთვის შეიძლება საკუთარ თავზე ფული დახარჯოთ, დაისაჩუქროთ თავი. სიყვარულში სასწაულს ნუ დაელოდებით, რადგან ვარსკვლავებს თქვენში სრული მზადყოფნის, პატიოსნებისა და გულწრფელობის დანახვა სურთ.

ახლა სწორედ რომ ის დროა, როცა მკვდარი  წერტილიდან უნდა დაიძრას საქმეები სამსახურშიცა და სიყვარულშიც. ამისთვის უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა და რაღაც შეცვალოთ საკუთარ თავში. ეს ის დროა, როდესაც მცირედით არ უნდა დაკმაყოფილდეთ. ბედნიერება მხოლოდ თქვენ ხელშია.

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები>>

თხის რქა

თხის რქები ხშირად ფიქრობთ, რომ მართალი ხართ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. ამ კვირაში ასტროლოგები გირჩევენ, გამოიჩინოთ მეტი მოქნილება და არ შეუშინდეთ საკუთარი აზრის შეცვლას, თუ ის არასწორია. ასევე მოგიწევთ თავის დაცვა, რადგან ზოგიერთი არაკეთილმოსურნე თქვენთვის ტკივილის მოყენებას შეეცდება.

პარასკევიდან კვირის ჩათვლით პლანეტებისა და ვარსკვლავების ენერგეტიკა შეიცვლება, ეს კი თქვენს განწყობაზე იმოქმედებს. შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. განმარტოებასა და სრულ რელაქსაციას უქმეებზე დადებითი ეფექტი ექნება.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

მერწყული

ეს კვირა მერწყულებისთვის არცთუ ხელაყრელი იქნება. პირველი ორი დღე თქვენს ცხოვრებას ვარსვლავებისა და პლანეტების აღმშენებლობითი ენერგეტიკა წარმართავს, მაგრამ ოთხშაბათიდან სიტუაცია 180 გრადუსით შემობრუნდება. მოსალოდნელია განწყობის სპონტანური ცვლა, გეგმების ჩაშლა, ემოციური პრობლემები.

დისჰარმონია შაბათის ჩათვლით გაგრძელდება, ამიტომ ეს დღე საოჯახო საქმეებსა და მარტოობაში რელაქსაციას დაუთმეთ. ეცადეთ, კვირისთვის საქმეები არ მოიტოვოთ, რომ ამ დღეს მოვალეობის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები

თევზებისთვის ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ძალზე გამჭვირვალე და გასაგები იქნება. თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და პოზიტიური ენერგიით დატვირთული გახდება, თუ არ ჩავთვლით ოთხშაბათს, როდესაც ცოტაოდენი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას.

სამყარო თქვენს ცხოვრებაში თვითონ შემოიტანს ზოგიერთ პოზიტიურ კორექტივს. შესაძლოა, მოხდეს რაღაც უჩვეულო და სასიამოვნო; მოგიწიოთ ზოგიერთი კონსერვატიული შეხედულებისგან, სტერეოტიპისგან გათავისუფლება, სიმორცხვის დაძლევა – ეს დაგეხმარებათ წარმატებებში სიყვარულში.

ყველა ახალი ამბავი
0