მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი

© photo: Sputnik / Stringerშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისინი ცივი და უგრძნობი ჩანან, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. არ უნდა განაწყენდეთ იმის გამო, თუ ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებულებისგან ვერ გაიგებთ - „მიყვარხარ"

ამ ნიშნების წარმომადგენლები თავიანთ სიყვარულს სხვა ხერხებითა და საშუალებებით გამოხატავენ.

თხის რქა

ცივი, უკარება, მედიდური - სწორედ ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, როდესაც თხის რქას გაიცნობთ. ისინი აუღებელ ციხე-სიმაგრეს ჰგვანან. მაგრამ საქმე ისაა, რომ, როდესაც თხის რქა მარტო რჩება თავის გრძნობებთან, შესაძლოა, მთელი ღამე ქვითინში გაატაროს - იმ შემთხვევაში, თუ სახლში მარტოა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

როგორც კი იმ კედელს დაანგრევთ, რომელიც მან თავის გარშემო აიშენა, ჩნდება კიდევ ერთი კედელი, შემდეგ კიდევ ერთი და ასე, უსასრულობამდე. როგორც კი დანებებას გადაწყვეტთ, მათ გულს ტკენთ. და სწორედ მაშინ მიხვდებით, რომ მათი გრძნობები ძალზე ღრმა იყო.

ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების შიში - ეს სწორედ ისაა, რაც თხის რქას ხელს უშლის ემოციების ჩვენებაში. ისინი ამჯობინებენ, გრძნობები თავიანთ სიღრმეში გადამალონ.

არაფრით არ ეტყვიან ვინმეს, რომ უყვართ, ზრუნავენ მასზე. თუმცა, ხანდახან ნიღაბი იხსნება და მაშინ გაქვთ შანსი, რომ ამ ყრუ კედლის თავდაცვა გაარღვიოთ. მაგრამ ამისთვის ფოლადის ნერვები და ჯოჯოხეთური მოთმინება გჭირდებათ.

ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ>>

ლომი

ის, რასთან გამკლავებაც ლომს უჭირს, ეს სიამაყეა, რაც ხელს უშლის მას აჩვენოს, როგორი დაუცველია სხვა ადამიანის წინაშე, თუნდაც მთელი ცხოვრება იცნობდეს მას.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ლომი არასდროს აღიარებს, რომ რაღაცის რცხვენია. მასთან ურთიერთობის დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ მის შესახებ ბევრად ნაკლები იცით, ვიდრე მან თქვენ შესახებ.

„მაპატიე" - ეს ის სიტყვაა, რომელსაც ლომისგან, დიდი ალბათობით, ვერასდროს მოისმენთ. თუნდაც მიხვდეს, რომ შეეშალა, ამას არასდროს აღიარებს არც საკუთარ თავთან და არც სხვასთან - ეს ხომ მეფეს არ ეკადრება.

თავის მსოფლშეგრძნებაში ის სრულყოფილია. მოგიწევთ წამება, რომ აიძულოთ, თქვას სიტყვები, რომლებიც მის ნამდვილ გრძნობებს გამოხატავს.

ყველა ახალი ამბავი
0