„გაზის არმაგედონი“ - რა ხდება ბაზარზე

გამოწერა
გაზის გლობალურ ბაზარზე შექმნილი ვითარება, გადაჭარბების გარეშე, უპრეცედენტოა. ასეთი სპოტური ფასები თხევად ბუნებრივ აირზე აზიაში არასდროს ყოფილა.

ალექსანდრ სობკო

კოტირება ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ნიშნულს აღწევდა — 3 დოლარი მილიონ BTU-ზე (British thermal unit), რაც დაახლოებით 105 აშშ დოლარს უდრის ათას კუბომეტრ გაზზე. თავის მხრივ, საბირჟო ფასები ევროპაში კიდევ უფრო დაბალია — 95 დოლარი.

თხევადი ბუნებრივი აირის ჩინელმა იმპორტიორმა, კომპანია CNOOC-მა სცადა, კორონავირუსის ფონზე ფორს-მაჟორი გამოეცხადებინა და მისთვის კუთვნილ საწვავის იმპორტზე უარი ეთქვა, მაგრამ მიმწოდებლებმა (Total-მა და Shell-მა) ვითარება ფორს-მაჟორულად არ ცნეს. 

თანაც შექმნილ სურათში დამნაშავეა, ეგრეთ წოდებული, იდეალური შტორმი, ყველა ფაქტორი გაზის წინააღმდეგ მოიმართა: ეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თითქმის ყველა რეგიონში ძალიან თბილი ზამთარიცაა, ახალი საწარმოების გაშვების შედეგად თხევადი აირის სიჭარბეც (რაც წინასწარ იყო პროგნოზირებული), ევროპაში გაზის საცავების გადავსებაც, რაც უკრაინული ტრანზიტის გაუქმების საფრთხეებით იყო გამოწვეული, და, რაღა თქმა უნდა, კორონავირუსიც, რომლის გამოც ჩინეთში ეკონომიკური აქტიურობა მკვეთრად დაეცა. ეს კი უკვე არა მარტო გაზის, არამედ ზოგადად ნედლეულის ბაზარზეც ახდენს გავლენას. 

ნავთობი - Sputnik საქართველო
დარჩა 20 წელი: რა იქნება „ნავთობის შემდეგ“

მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, საფასო სურათი ბაზრის მონაწილეების შიშებს არ იწვევდეს. არაერთხელ გვითქვამს, რომ გაზზე დაბალმა სპოტურმა ფასებმა უკვე შექმნა იმგვარი ვითარება, როდესაც კომპანიების უმეტესობა ვეღარ ფარავს თავის სრულ (კაპიტალურის გათვალისწინებით) ხარჯებს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებაზე.

მაგრამ მიმდინარე ფასები მჭიდროდ მიუახლოვდა ნიშნულს, როდესაც ბევრი მწარმოებელი ოპერაციულ დანახარჯებსაც ვეღარ ინაზღაურებს. თეორიულად, როცა რეალიზაციის ფასი ოპერაციულ ხარჯებზე ნაკლებია, ექსპორტის ეს ნაწილი უნდა შეჩერდეს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება.

უკეთესია დავაკვირდეთ ოკეანისგაღმური თხევადი გაზის ექსპორტს, სადაც ფასების ყველა შემადგენელი გამჭვირვალეა. ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი მხოლოდ იმიტომ არ ჩერდება (თუმცა უკვე ახლოსაა ამასთან), რომ ახლა ამერიკულ ბაზარზეც დაბალი ფასებია (ამერიკული ბაზარი მნიშვნელოვანწილადაა იზოლირებული, ამიტომ ფასების ვარდნა იქ შიდა ისტორიაა, რომელიც ძალიან სუსტად უკავშირდება მსოფლიოს). ამერიკულ Henry Hub-ზე კოტირება მილიონ BTU-ზე 1,8 დოლარამდე დაეცა, რაც კატასტროფულად აცლის ნიადაგს ფიქალური გაზის საკვანძო მომპოვებლების ფინანსურ რეზულტატებს. მაგრამ ამგვარი შიდაამერიკული ფასებითაც კი — მიმდინარე მსოფლიო ფასების ფონზე — აშშ-დან ექსპორტი რენტაბელურობის ზღვარზე დგას ოპერაციული ხარჯების მხრივაც კი.

საკმარისია ითქვას, რომ სამართლიანი ფასი, რომლის დროსაც ამერიკელი მწარმოებლები გაზს მეტ-ნაკლებად მომგებიანად მოიპოვებდნენ, შეადგენს სწორედ იმ სამ დოლარს მილიონ BTU-ზე. გავმეორდები: დაახლოებით ამდენივე ღირს ახლა თხევადი ბუნებრივი აირი აზიაში , ხოლო ევროპაში - კიდევ უფრო იაფი. არადა, ამერიკულ გაზს კიდევ გათხიერება და გადატანაც სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს ზედნადები ხარჯებიცა და ტრეიდერების მოგებებიც.   

ეკონომიკური თეორია ღაღადებს: ამგვარ პირობებში მწარმოებლებმა თავი უნდა შეიკავონ ახალი ინვესტიციებისგან, რასაც შედეგად ბაზრის ბალანსირება მოჰყვება. გასულ წელს (სამწლიანი უმოქმედობის შემდეგ) მოწმენი გავხდით ინვესტირების წარმოუდგენელი მოცულობისა თხევადი ბუნებრივი აირის ახალ ქარხნებში — გათხიერების სიმძლავრით დაახლოებით 90 მლრდ კუბომეტრი წელიწადში. მაგრამ იქნება კი წელსაც მასობრივი საინვესტიციო გადაწყვეტილებები რეკორდულად ზედაბალი ფასების ფონზე? თუ კომპანიები კვლავ პაუზას აიღებენ? 

ქვანახშირის კარიერი - Sputnik საქართველო
უარი რუსულ ქვანახშირზე: საწვავის გამო მომდევნო ომი პოლონეთთან იქნება

მანამდე ხშირად ამბობდნენ, რომ გაზზე ზედაბალი ფასების შემთხვევაში, გაჩნდებოდა დამატებითი მოთხოვნა გაზის ნახშირით ჩანაცვლების ხარჯზე გენერაციაში, და ასევე დამატებითი მოთხოვნა მრეწველობის ზოგ სექტორში. რატომ არ ხდება ეს —  ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ შეიძლება დავაფიქსიროთ, რომ ორიოდე თვის დიაპაზონში მილიონ BTU-ზე ოთხი დოლარი მოსალოდნელი არ არის.

ამ ყველაფრის შემდეგ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ძალიან მნიშვნელოვანი რა: ყველაფერი ზემოთქმული ეხება ეგრეთ წოდებულ სპოტურ (მარტივად — საბირჟო) ფასებს თხევად ბუნებრივ აირზე. ხოლო ფასები თხევად აირზე კონტრაქტით, ფასობრივი ბმით ნავთობთან, შესაჩნევად მაღალია.

მაგალითად, იანვარში, როდესაც საშუალო სპოტური ფასები თხევად ბუნებრივ აირზე აზიაში ჯერ ისევ

4,7 დოლარი იყო, ნავთობთან ფასობრივი ბმით გაზის ღირებულება 9 დოლარს აღწევდა ერთ მილიონ BTU-ზე. ასეთი ფასი კი მთლიანად ანაზღაურებს მწარმოებელთა უმრავლესობის ყველა დანახარჯებს. 

მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საშუალო შეწონილი ფასია, მათ შორის, ძველი კონტრაქტებისთვისაც, რომლებსაც ნავთობის ღირებულებასთან ბმის მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა. ახალი კონტრაქტებისთვის ეს კოეფიციენტი უფრო დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის ერთი ბარელის 60 დოლარის ღირებულების შემთხვევაშიც კი, თხევადი ბუნებრივი აირი აზიაში დაახლოებით 7 დოლარი ეღირება მილიონ BTU-ზე. ეს ფასი ასევე მისაღებია მწარმოებლების უმეტესობისთვის და მიმდინარე სპოტურ ფასებზე ორჯერ მაღალია.

ამიტომაც არ იქნება გასაკვირი, თუ ის თხევადი ბუნებრივი აირი, რომელზე უარის თქმასაც ცდილობდა ჩინური კომპანია, იყო არა სპოტური ფასებით გან ხორციელებული მიწოდება, არამედ საკმაოდ ძვირი „ნავთობური“ გაზი.  

ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
არის თუ არა აშშ რუსულ ნავთობზე დამოკიდებული – ექსპერტის მოსაზრება

ასეა თუ ისე, ბოლო წლებში ნავთობისა და გაზის ბაზარზე კონტრასტული ვითარებაა. ნავთობის ბაზარზე შეიქმნა კოალიცია OPEC+, რომელიც ფასების აუცილებელ დონეს იცავს. აი „გაზის OPEC-ის“ შექმნა კი მიმდინარე პირობებში ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება (პირიქით, საუბარია ფასების ომსა და ბაზრის საკუთარი წილის დაცვაზე). ამიტომ სიჭარბის შემთხვევაში ფასები იძირება. დამატებითი პრობლემაა ის ფაქტი, რომ გაზი, განსაკუთრებით კი თხევადი ბუნებრივი აირი, სიჭარბის შემთხვევაში ბევრად ძნელად შესანახია, ვიდრე ნავთობი.

რჩება მთავარი კითხვა: როგორია ბუნებრივი თხევადი აირის გაყიდვების თანაფარდობა სპოტური და „ნავთობური“ ფასებით? პირდაპირი შეფასებები არ გვაქვს. ამასთან, თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარზე სურათი მეტად ჭრელია: უმრავი ტრეიდერით, რომლებიც ერთდროულად ყიდულობენ და ყიდიან გაზს, და ფასწარმოქმნის მესამე ტიპით — შიდაამერიკულ ფასებზე ბმით.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა შეფასებით, „სპოტი“ უკვე ბაზრის მეოთხედზე (შესაძლოა მესამედზეც) მეტს შეადგენს, მაგრამ ნავთობზე ბმა, განსაკუთრებით აზიური სექტორისთვის, დომინანტური რჩება. 

აქ მთავარი ისაა, რა მოხდება ახალ პროექტებთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, რომ „სპოტი“ სულ უფრო დიდ როლს ითამაშებდა მიწოდებებზე ფასის ჩამოყალიბებაში. ახლა კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო მოვლენები კვლავ აქტუალურს გახდის ფასის ნავთობზე ბმას (დაე, თუნდაც იმაზე დაბალი კოეფიციენტით, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო), რაც უფრო საიმედოდ დაიცავს მწარმოებელთა ინვესტიციებს ახალ პროექტებში. 

„თურქული ნაკადი“ ამუშავდა: შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი? - Sputnik საქართველო
„თურქული ნაკადი“ ამუშავდა: შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი?

საჩვენებელი მაგალითია „ნოვატეკის“ რუსული პროექტი „არქტიკ თხევადი ბუნებრივი აირი 2“. საინვესტიციო გადაწყვეტილება მიღებულია გასულ წელს. 2019 წლის თებერვლის ინფორმაცია: „ნოვატეკი“ გეგმავს 50%-ის გაყიდვას „სპოტზე“, დანარჩენს კი — კონტრაქტებით. და სულ სხვა ინფორმაცია 2019 წლის ოქტომბერში: „სპოტის“ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არსებობდ, თუმცა ასეთი გაყიდვები იქნება საერთო წარმოებაში.

შევაჯამოთ. პირველი და მთავარი: რა თქმა უნდა, „სპოტის“ ფასებს ყურადღება უნდა მიექცეს. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ნავთობზე ფასობრივი ბმის კონტრაქტების წილი საკმაოდ მაღალია. სამწუხაროდ, ყველა მწარმოებელი არ ამჟღავნებს ამა თუ იმ კონტრაქტის წილს საკუთარ პორტფელში (ეს ეხება ბუნებრივი თხევადი აირის გამყიდველებსაც და ქსელური გაზისაც; პირველ რიგში, ეს „გაზპრომის“ მაგალითია), რაც გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის რეალიზაციის საშუალო ღირებულების შეფასებას ართულებს.

მეორეც: თხევად ბუნებრივ აირზე ფასწარმოქმნის სანავთობე სისტემის ყველა ცნობილი ნაკლის ფონზე (ასეა თუ ისე, გაზი უკვე დიდი ხანია, დამოუკიდებელი საქონელი გახდა, ხოლო ნავთობის წილი ენერგომოხმარების სტრუქტურაში ეცემა), ეს კონსტრუქცია, OPEC+ ხელშეკრულების არსებობისა და ნავთობის მეტ-ნაკლებად სტაბილური ფასების ხარჯზე, ბაზრის სტაბილიზაციის შესაძლებლობას იძლევა. გრძელვადიანი გეგმით, ამით ბაზრის ყველა მონაწილე მოიგებს, ვინაიდან ფასების რყევა (რაც ჭარბი წარმოებითა და ცვალებადი დეფიციტითაა გამოწვეული) არავის სჭირდება.  

ამ ფონზე საინტერესო თემად ანალიზისთვის რჩება ის კონტრაქტები, რომლებიც ბუნებრივ თხევად აირზე დაგეგმილი პროექტებითაა გათვალისწინებული. ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ , დათანხმდებიან თუ არა გამყიდველები, გაზარდონ „სპოტის“ წილი ახალ კონტრაქტებში, ან დათანხმდებიან თუ არა მყიდველები ფასის ნავთობზე ბმის შენარჩუნებას.

ყველა ახალი ამბავი
0