არის თუ არა აშშ რუსულ ნავთობზე დამოკიდებული – ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Viktor Filatovნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, რუსეთი ქვეყანაში „შავი ოქროს“ უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ კანადას ჩამორჩება.

ნატალია დემბინსკაია 

საკუთარი სანქციების გამო ვენესუელური მძიმე ნავთობის შეწყვეტის გამო ამერიკელებმა ალტერნატიული მიმწოდებლების ძებნა დაიწყეს და ის ოკეანისგაღმა იპოვეს — რუსული ნედლეული ზუსტად საჭირო მახასიათებლებს ფლობდა. შედეგად, მოსკოვმა მილიარდობით დოლარი გამოიმუშავა

წარმატების ფასი

შემოდგომაზე აშშ, პირველად 70 წლის განმავლობაში, „შავი ოქროს“ ნეტო-ექსპორტიორი გახდა. როგორც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის სამმართველოში (EIA) დათვალეს, სექტემბერში ქვეყანა ერთ დღეში 89 ათასი ბარელით მეტ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს გზავნიდა უცხოეთში, ვიდრე იმპორტზე შეჰქონდა.

„ნავთობმრეწველობას სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია — ამ შემთხვევაში საუბარია ფიქალურ რევოლუციაზე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ფასები ნავთობზე, წარმოებასა და სავაჭრო ნაკადებზე“, — განაცხადა ბობ მაკნელიმ, ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში.

ქვანახშირის კარიერი - Sputnik საქართველო
უარი რუსულ ქვანახშირზე: საწვავის გამო მომდევნო ომი პოლონეთთან იქნება

თუმცა მას დაავიწყდა ეხსენებინა, რომ ფიქალურ დარგს უკვე მომავალი წლისთვის უწინასწარმეტყველებენ მკვეთრ შენელებას: რეკორდებმა გამოფიტა ჭაბურღილები, გამოიწვია უზარმაზარი დანახარჯები ინფრასტრუქტურაზე და კაპიტალდაბანდებების უკმარისობა. ფიქალური კომპანიების მზარდი მადის დასაკმაყოფილებლად ინვესტორები მზად არ არიან: ათი წლის განმავლობაში ბაზრის ამ სეგმენტის ფულით „დატენვის“ შემდეგ გაირკვა, რომ ის ღრმად წამგებიანია — პროექტების უმეტესობამ საოცნებო მოგება ვერ მოიტანა.

კონსალტინგური Evercore ISI-ს მონაცემებით, ათი წლის განმავლობაში ენერგეტიკულმა კომპანიებმა იმაზე 280 მლრდ დოლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე გამოიმუშავეს. ამერიკული ფიქალური მწარმოებლების ინდექსი 2007 წლიდან 31%-ით შემცირდა.

EIA-ს პროგნოზით, 2020 წელს აშშ-ში ნავთობის წარმოება დღეში მხოლოდ 400 ათასი ბარელით გაიზრდება. ეს კი ყველაზე სუსტი შედეგია 2017 წლიდან. ენერგეტიკის სამინისტროში შიშობენ, რომ ფიქალური ნავთობის მოპოვების ზრდა 2021 წელს 50%-ზე მეტით შემცირდება.

უპირველესად ეს შეეხება Permian-ის მსხვილ აუზს. მოსალოდნელ ვარდნაზე უკვე გააფრთხილეს უმსხვილესი ფიქალური კომპანიები Pioneer Natural Resources და Centennial Resource Development.

ბევრი, მაგრამ არა ის 

ნავთობი - Sputnik საქართველო
დარჩა 20 წელი: რა იქნება „ნავთობის შემდეგ“

გარდა იმისა, რომ ასეთ ვითარებაში ნავთობის წმინდა ექსპორტიორის სტატუსზე გადასვლა შეყოვნდება, არსებობს სხვა პრობლემაც: მთელი რიგი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების ტექნოლოგია არ იძლევა მხოლოდ მსუბუქი ნავთობის გამოყენების საშუალებას, რომელიც პერმის აუზიდან და დასავლეთ ტეხასიდან შედის. მას აუცილებლად უნდა შეერიოს მძიმე ნავთობი, რომელსაც ამერიკელები ვენესუელისგან ყიდულობდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ვენესუელის სახელმწიფო კომპანია PVSDA-ს ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. აღმოჩნდა, რომ ამ მიწოდებებს ვერაფრით ჩაანაცვლებდნენ.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან მექსიკის ყურისა და აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც მძიმე ნავთობის გადამუშავებაზეა გათვლილი. მათ შორის არიან Citgo Petroleum, Valero Energy და Chevron.

ალტერნატივა შეიძლებოდა გამხდარიყო საუდის არაბეთის ნავთობი, რომელიც ახლოსაა ქიმიური შემადგენლობით. მაგრამ საუდელები არ აპირებენ გაზარდონ მოპოვება ბოლივარის რესპუბლიკისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ერთადერთი ვარიანტი — ეს რუსული Urals-ის ყიდვაა.

უკვე გასული წლის აპრილისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დათვლით, Urals-ის მიწოდებამ აშშ-სთვის დღე-ღამეში 150 ათასი ბარელი შეადგინა, რაც 2011-12 წლების ფიქალური რევოლუციის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ხოლო აგვისტოში ექსპორტი ექვსწლიან მაქსიმუმამდე ავარდა. მარტო წლის პირველ ნახევარში ამერიკელებმა 3 მლრდ დოლარის რუსული ნავთობი შეიძინეს. 

ნავთობისა და გაზის პლატფორმა ზღვაში - Sputnik საქართველო
საუდის არაბეთმა და რუსეთმა ნავთობის ექსპერტები გაანაწყენეს

აშკარა გამარჯვებული

11 თვეში აშშ-ში ექსპორტი 3,1-ჯერ გაიზარდა და 4,28 მლნ ტონას მიაღწია. რუსულმა კომპანიებმა ნავთობზე 1,95 მლრდ იშოვეს, ხოლო ნავთობპროდუქტების რეალიზაციამ კიდევ 3,8 მლრდ მოიტანა.

როგორც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რუსეთი ნავთობის იმპორტიორთა შორის ოქტომბერში მეორე ადგილზე გავიდა, მიაწოდა რა 20,9 მლნ ბარელი აშშ-ს, რითიც მექსიკასა და საუდის არაბეთს აჯობა. უფრო დიდი შედეგი მხოლოდ კანადას აქვს. Caracas Сapital-ის ექსპერტების თქმით, მოსკოვისთვის ეს რეკორდია 2012 წლის შემდეგ.

შედარებისთვის: ჯერ კიდევ 2017 წელს რუსეთი ამ ჩამონათვალში მეექვსე ადგილზე იყო. ამერიკაში „შავი ოქროს“ იმპორტის თითქმის 40% კანადაზე მოდიოდა, 9,4% — საუდის არაბეთზე, 6,8% — მექსიკაზე, 6,7% — ვენესუელაზე და 6,0% — ირანზე.

„ვენესუელისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებიდან ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ წაგებულები ამერიკელი ინვესტორები არიან, ხოლო მოგებული რუსეთია“, – წერს The Washington Post.

როგორც გამოცემა აღნიშნავს ამერიკელი ჩინოვნიკების შეფასებებზე დაყრდნობით, „როსნეფტი“ ვენესუელური ნავთობის 400 ათას ბარელს ფლობს დღეში, რასაც, ზოგი მონაცემით, 120 მლნ დოლარი მოაქვს თვეში.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0