მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საუდის არაბეთმა და რუსეთმა ნავთობის ექსპერტები გაანაწყენეს

© Depositphotos.com / curraheeshutterნავთობისა და გაზის პლატფორმა ზღვაში
ნავთობისა და გაზის პლატფორმა ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენაში „ნავთობის ალიანსის“ ოპეკი+ ფორმატით შეხვედრის წინ იმ თეორიის მხარდამჭერებს, რომლის თანახმადაც რუსეთში ყველაფერი ცუდადაა და კიდევ უფრო გაუარესდება, ჯერ კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი რაღაცის იმედი.

ივან დანილოვი

ეს იმედები უკავშირდებოდა იმას, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში — და, უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთში — შიდაპოლიტიკური, გეოპოლიტიკური და ფინანსური კონიუნქტურის შეცვლა შეასუსტებდა ალიანსის გავლენას ნავთობის ბაზარზე.

ამ იმედების მხარდამჭერი არგუმენტების სახით მოჰყავდათ რამდენიმე ფაქტორი. ზოგ მათგანზე დასავლელი ოპონენტები ღიად უთითებდნენ, დანარჩენზე კი — კულუარულად. პირველ რიგში, დასავლური მასმედია, რომელსაც მრავალი ფინანსური ანალიტიკოსი შეუერთდა, აქტიურად შეუდგა თეზისის გავრცელებას, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს მიერ პირველადი აქციების ბირჟაზე გამოტანის შემდეგ ერ-რიადს უნდა გასჩენოდა ოპეკის წევრი სახელმწიფოებისგან, მათ შორის, რუსეთისგან გამოცალკევების სერიოზული სტიმული, რათა გაეფართოებინა დამოუკიდებლად ნავთობის მოპოვება, გაეძვირებინა კომპანიის აქციები და, შესაბამისად, გაეზარდა თავისი საბაზრო კაპიტალიზაცია.

ამგვარი ლოგიკის ტიპური მაგალითის სახით შეიძლება „ბლუმბერგის“ მასალიდან ციტატის მოშველიება - „ბირჟაზე Aramco-ს აქციების გამოტანა საუდის არაბეთს აძლევს სტიმულს იმისა, რომ ამოქაჩოს უფრო მეტი ნავთობი“.

„ახლა, როდესაც Saudi Aramco, ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდება კომპანიად, რომელიც ვაჭრობს ბირჟაზე, მას მოუწევს მოქმედება როგორც საჯარო კომპანიას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნავთობის გიგანტის აქციების ფასი ხელმძღვანელებისა და აქციონერებისათვის მთავარი ფაქტორი გახდება. ...ახლა (როცა მთელი ყურადღება მიპყრობილია) აქციის ფასისა და ფულადი ნაკადის ოპტიმიზაციისკენ, მონარქიას შეუძლია ფულის შოვნა აქციების მომავალი გაყიდვების წყალობით, Aramco-ს კი აქვს საფუძველი, გაზარდოს შემოსავალი და ნახოს მოგება უახლოეს მომავალში. ამის საუკეთესო ხერხი – ნავთობის მოპოვების გაზრდაა. ესაა ოპეკის დე ფაქტო ლიდერი და ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ახალი სტიმული გავლენას იქონიებს მის არჩევანზე“, – დაჟინებით აცხადებდა ამერიკული ფინანსური სექტორის რუპორი.

თუ ვითარებას ცინიკურად შევაფასებთ და ამერიკელ ჟურნალისტებზე ცუდად ვიფიქრებთ, ისინი შეიძლება ტოქსიკურ სტერეოტიპებში დავადანაშაულოთ. მხოლოდ ასე შეიძლება ავხსნათ მათი სურვილი – საუდის არაბეთის ხელმძღვანელობა იმდენად არაკომპეტენტური აღმოჩნდეს, რომ გრძელვადიანი შემოსავლის პერსპექტივას ხანმოკლე ფინანსური მოგება ამჯობინოს.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. Aramco-ს აქციების გამოტანის მცდელობა იყო ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში სანქციების, საუდის აქტივების დაპატიმრების რისკის, ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან საუდის საწინააღმდეგო სანქციებისა და სხვა პოლიტიკური სირთულეების გამო აქციები საუდის არაბეთის ბირჟაზე აღმოჩნდა. ვაჭრობაში კი მონაწილეობა ძირითადად მიიღეს ადგილობრივმა მოქალაქეებმა, სპარსეთის ყურისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის საინვესტიციო ფონდებმა. 

ნავთობსადენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
რუსეთი და უკრაინა ნავთობის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორები თამაშგარე აღმოჩნდნენ. დასავლური მასმედია კი – „მწვანე სიგიჟისა“ და კლიმატის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ტალღაზე – აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ დასავლეთის ფული არ მოხვედრილიყო არაბულ კომპანიაში. ამ ფონზე უცნაური იქნებოდა, რომ ერ-რიადს ნავთობის ალიანსის (ოპეკი + რუსეთის) სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას თავისი მტრების ლოგიკით ეხელმძღვანელა.

მეორე იმედი ეფუძნებოდა ოპეკი+ ალიანსის საქმიანობაში დიპლომატიური უთანხმოების, სკანდალებისა და სირთულეების გაჩენას. იგი უკავშირდებოდა საუდის არაბეთში მინისტრის შეცვლას, რომელიც ნავთობის სფეროსა და რუსეთთან მოლაპარაკებებს კურირებდა. რუსეთის პარტნიორ ქვეყნებში ყველა პოლიტიკური ცვლილება დასავლეთის ექსპერტთა და ჟურნალისტთა გარკვეულ სპექტრს ყოველთვის უღვიძებს იმედს, რომ ახალი ხელმძღვანელები, ბოლოს და ბოლოს, დაინახავენ, რომ რუსეთთან მეგობრობა და თანამშრომლობა არ არის საჭირო. პრაქტიკაში, როგორც წესი, პირიქით ხდება, რაც მეტად აოცებს და აწბილებს იმათ, ვინ მიჩვეულია ცხოვრებას „ინფორმაციულ ბუშტში“, რომელშიც რუსეთი „იღუპება“, მისი ეკონომიკა „გაცამტვერებულია“ და ქვეყანა „დიპლომატიურ იზოლაციაშია მოქცეული“.  

ავტორიტეტული ფინანსური გამოცემა The Wall Street Journal აქვეყნებს თავისი წყაროების შთაბეჭდილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაიარა რუსეთისა და საუდის არაბეთის დიალოგმა ვენის შეხვედრაზე: „მომდევნო დღეს პრინცმა აბდულ-აზიზ იბნ სალმანმა შეწყვიტა შეხვედრა ათი ქვეყნის მწარმოებლებთან, რომლებიც არ არიან ოპეკის წევრები, რათა შეხვედროდა თავის რუს კოლეგას ალექსანდრ ნოვაკს“. წყაროს თქმით, შეხვედრიდან ორივე მხარე კმაყოფილი გამოვიდა.  

მოლაპარაკების შედეგები რუსეთისთვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ. ალიანსის გადაწყვეტილება, შეემცირებინათ მოპოვება კიდევ 500 ათასი ბარელით დღე-ღამეში, ბევრი ანალიტიკოსისთვის სიურპრიზი, თუმცა ლოგიკური აღმოჩნდა: საჭიროა ნავთობის ფასის შენარჩუნება 2020 წლის ნავთობისთვის ტრადიციულად რთულ – პირველ კვარტალში. “რაც შეეხება რუსეთს, მისი კვოტა პირველ კვარტალში იქნება 300 ათასი ბარელი (დღე-ღამეში)“, – აღნიშნა ალექსანდრ ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საუდის არაბეთზე შეტევაში დამნაშავე პასუხს მიიღებს: დონალდ ტრამპი

იმათი ბოლო იმედი, ვისაც ძალიან უნდა ბარელი ნავთობის ფასმა 20 დოლარი შეადგინოს, შედეგად კი დატკბეს რუსეთის ექსპორტისთვის თანმდევი ეკონომიკური პრობლემებით, მდგომარეობდა თეზისში: ყველაფერს, რის შემცირებასაც შეძლებს ალიანსი – ოპეკი + რუსეთი – მოიპოვებენ ამერიკული კომპანიები, რომლებიც რუსეთსა და ოპეკს ჩამოართმევენ ბაზრის წილს და ჩამოაქცევენ ნავთობის ფასს.

ერთი მხრივ, ისმის კითხვა: თუ ფიქალური ნავთობის მოპოვება უპრობლემოდ მიმდინარეობს, რატომ კოტრდებიან ფიქალური ნავთობის კომპანიები ერთიმეორის მიყოლებით, მათი აქციებისა და ობლიგაციების ფასები კი ეცემა, თუმცა ამის პარალელურად ამერიკის დანარჩენი საფონდო ბაზარი ელვის სისწრაფით იზრდება და რეკორდებს ამყარებს?! მეორე მხრივ, შეიძლება მოვუსმინოთ თვით ამ ფიქალური ნავთობზე მომუშავე კომპანიების მენეჯერებსა და აქციონერებს, რომლებიც ტეხასში - „ფიქალური რევოლუციის“ ეპიცენტრში იმყოფებიან.

კანადური ფინანსური ტელეარხი BNN Bloomberg იუწყება: „ტეხასელი მენავთობეები, რომლებიც ჯერ კიდევ ახალი საბადოების გამოუკვლეველ რაიონებში მუშაობენ, სკეპტიკოსების მოსაზრებებზე ამბობენ, რომ გლობალური ანალიტიკოსები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რამდენად სერიოზულია (ფიქალური ნავთობმოპოვების) დარგის ზრდის შენელება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პარიზში და ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველო ვაშინგტონში აშშ-ში მომავალ წელს მოპოვების სტაბილური ზრდის პროგნოზს აკეთებენ, მიუხედავად ადგილებზე არსებული არასახარბიელო რეალობისა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ელოდება დღეში 900 000 ბარელით მატებას, მაშინ, როცა, ოპეკის პროგნოზით, მატება 1 მილიონს მიაღწევს, რაც პრაქტიკულად მიმდინარე წლის ზრდის მაჩვენებლის გამეორება იქნება. ეს პროგნოზი არ შეესაბამება ტეხასში არსებულ ატმოსფეროს, რომელზეც აშშ-ში ნავთობის მოპოვების მთლიანი მოცულობის დაახლოებით ნახევარი მოდის. მრეწველები დაფინანსების უკმარისობას განიცდიან, მარაგი შემცირებულია... ეს კი, წინა პერიოდთან შედარებით, პოტენციურად უფრო ხანგრძლივ ვარდნაზე მიანიშნებს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: სავსებით დასაშვებია, რომ მომავალ წელს საუდის არაბეთისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრებს, რომლებიც მომავალში არაერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს ვენაში, ოპეკი+ ალიანსის შტაბ-ბინაში, გაუჩნდებათ დამატებითი საფუძველი კმაყოფილების გამოსახატავად, ხოლო რუსეთისა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის მოძულეებს – ახალი საბაბი გასაწბილებლად.

ყველა ახალი ამბავი
0