თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაციამ იცის, ვინ მიიტანა იერიში საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე და მზადაა შემდგომი მოქმედებებისთვის, წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ აკაუნტზე Twitter-ში.
„საუდის არაბეთის ნავთობს შეუტიეს. არსებობს საფუძველი ვთქვათ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე... მაგრამ ველოდებით სამეფოსგან ინფორმაციას, ვინ მიაჩნიათ შეტევაში დამნაშავედ და რა პირობებით ვიმოქმედებთ ჩვენ“, — წერს აშშ-ის ლიდერი.
Saudi Arabia oil supply was attacked. There is reason to believe that we know the culprit, are locked and loaded depending on verification, but are waiting to hear from the Kingdom as to who they believe was the cause of this attack, and under what terms we would proceed!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) September 15, 2019
აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპმა სანქცია გასცა აშშ-ის სტრატეგიული ნავთობმარაგის გამოყენებაზე აუცილებლობის შემთხვევაში.
14 სექტემბრის დილით ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი „უპეცედენტო შეტევაში“ ირანი დაადანაშაულა და მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი თეირანის დასასჯელად.
თავად თეირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ირანს არანაირი კავშირი არა აქვს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმასთან.