მილსადენის გახსნის საზეიმო ცერემონია თურქეთის დედაქალაქში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. „თურქული ნაკადი“ რუსეთის ტერიტორიიდან თურქეთის სანაპირომდე შავი ზღვის ფსკერზე გადის. შემდეგ გაყვანილია სახმელეთო ხაზი მეზობელი ქვეყნების საზღვრებამდე. იქიდან გაზი გადის საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში. მალე გაზი ასევე მიეწოდებათ სერბეთსა და უნგრეთს. „გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ეს მარაგი 100 წელზე მეტხანს იქნება საკმარისი.
რეგიონისთვის „თურქული ნაკადის“ მნიშვნელობაზე დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში.