გადასახადები და პოლიტიკა - ხელისუფლება ტელევიზიებთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტად იქცა

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკამერები
ტელეკამერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საგადასახადო დავალიანების თემაზე უშედეგოდ დასრულდა

ქართული ტელეკომპანიები კვლავ საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში აღოჩნდნენ - ამჯერად საქმე ეხება გადასახადების გადაუხდელობას და ფინანსთა სამინისტროს ქმედებებს წინასაახალწლო დღეებში.

ყველაზე მსხვილი მოვალეები არიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (28 მლნ ლარი), „იმედი“ (19 მლნ ლარი) და „სტუდია მაესტრო“ (8 მლნ ლარი), რომლებიც თავშეკავებულ საინფორმაციო პოლიტიკას ატარებენ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2019 წლის სამ კვარტალში მათ საერთო ჯამში 34,8 მლნ ლარი გამოიმუშავეს.

ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „იმედი“: გაუგებარია ჩვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები

ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, ასე რომ, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი - ვალის რესტრუქტურიზაციაა, რათა მისი გადახდა შესაძლებელი იყოს რამდენიმე წლის განმავლობაში. ამასობაში, „რუსთავი 2-ის“ მიმართ უკვე გამოიყენეს ინკასო, ანუ ტელეკომპანიის ანგარიშზე შესული თანხა პირდაპირ საგადასახადოში ირიცხება.

ინკასო გამოიყენეს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიების - „ტვ პირველისა“ და „კავკასიის“ მიმართაც. 2019 წლის სამ კვარტალში ორივემ ერთად გამოიმუშავა 2,7 მლნ ლარი. ვალის მოცულობაზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ტელეარხებს გადასახადები 1 ოქტომბრიდან არ გადაუხდიათ.

წარუმატებელი მოლაპარაკება

ხუთშაბათს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ტელეკომპანიების „კავკასიისა“ და „ტვ პირველის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

„რუსთავი2“-ის შენობიდან გამომძიებლებმა საფინანსო დოკუმენტაცია და სეიფი ამოიღეს>>

 „ჩემი ვარაუდები, რომლებზეც გამუდმებით ვსაუბრობდი და რის წინააღმდეგაც პროტესტს გამოვთქვამდი, გამართლდა. მინისტრმა თავად აღნიშნა, რომ ახლა საუბარია ვალის ათი წლით რესტრუქტურიზაციაზე. ეს პრაქტიკულად საჩუქარია. ახლა მაჭავარიანი ღელავს, შეძლებენ თუ არა „იმედი“ და „რუსთავი“ ამ ვალის გადახდას ათი წლის განმავლობაში. მან თქვა: ჩვენ ისინი გვეცოდება, ხომ არ დაიხურებიან“, - აღნიშნა „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში ტელევიზიების მხარდამჭერი აქციები იმართება

მაგრამ მინისტრს, ჯანგირაშვილის თქმით, არ აღელვებს დანარჩენი ტელევიზიების ბედი.

„ჩვენ კი უნდა შევწყვიტოთ მუშაობა, რადგან ახალი წლის წინ ინკასო გვაქვს და არ გაგვაჩნია საბრუნავი სახსრები, არ გვაქვს ფული დენის გადასახადის გადასახდელად? მინისტრს ამაზე პასუხი არ აქვს, რადგან ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს“, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისი თქმით, ეს უსამართლობაა, როცა ერთმა გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეორემ კი - არა, ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამო.

ამავე აზრისაა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ფინანსური დირექტორი თამთა აბურჯანიძე.

„აღმაშფოთებელია მიდგომის ორმაგი სტანდარტები. ახლა თითქოსდა „კავკასიასა“ და „ტვ პირველთან“ სამართლიანობის აღდგენა იწყება. რატომ იქცა პრობლემად ჩვენი ვალი, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „რუსთავისა“ და „იმედის“ ვალები - გაუგებარია. მინისტრმა გვითხრა, რომ ზრუნავს ჩვენზე, რათა მათი ბედი არ გავიმეოროთ და ვალები არ დავაგროვოთ. რა ლოგიკაა ამაში, ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა აბურჯანიძემ.

Rustavi2-ის ხელმძღვანელობას 28 მილიონ ლარს ედავებიან>>

„ტვ პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ათწლიან ან ხუთწლიან ვადებზე საუბარი ნაადრევია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის, რადგან სამინისტრო პირობებს არ ეთანხმება.

ყველა ახალი ამბავი
0