თბილისში ტელევიზიების მხარდამჭერი აქციები იმართება

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდულმა მოძრაობამ „შეცვალე" ტელეკომპანია „კავკასიასთან" საპროტესტო აქცია გამართა, მოგვიანებით აქტივისტები „TV პირველისკენ" გაემართნენ.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ და საგადასახადო დავალიანების გამო პოპულარული ქართული ტელეკომპანიების ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრას აპროტესტებენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამ ტელევიზიას – Kavkasia, TV Pirveli და Rustavi 2-ს ინკასო დაადო. პირველი ორი ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩევა, Rustavi 2 კი, რომელმაც წელს მფლობელი შეიცვალა, ფრთხილ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
საგადასახადო სამსახურმა სამი ტელეკომპანიის ანგარიშებიდან თანხები ჩამოწერა

„კავკასიას", „ტვ პირველს" და „რუსთავი 2"-საც მიადგნენ. მიგვაჩნია, რომ ახლა საშიში პერიოდია და ძალზე მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა ქვეყანაში თავისუფალი მედია შენარჩუნდეს. ამის გარეშე ჩვენ ევროპულ ოჯახში ადგილი არ გვექნება. ყველამ, როგორც ერთმა, ამ კომპანიებს უნდა დავუჭიროთ მხარი", – განაცხადა „კავკასიის" შენობასთან ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

„ჩვენ სოლიდარობის გამოსახატად მივედით... ხელისუფლებამ დაადო ინკასო და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რათა ამ ქვეყანაში შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ მათ ერთხელ უკვე დაინახეს, რომ „რუსთავი 2"-ის დახურვით მიიღეს კიდევ უფრო ხისტი იარაღი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ დაიკარგოს თავისუფალი სიტყვა", – განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ნიკა ნოზაძემ.

აქციის მონაწილეები „კავკასიის" შენობიდან „TV პირველისკენ" გაემართნენ.

მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2" ყოფილ მფლობელს დაუბრუნდა, საქართველოში გაჩნდა ორი ახალი კრიტიკული ტელევიზია – „მთავარი არხი", რომელიც დააფუძნა „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენდირექტორმა და „ფორმულა". „რუსთავი 2"-დან ბევრი ჟურნალისტი სწორედ ამ ტელევიზიებში გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0