„რუსთავი2“-ის შენობიდან გამომძიებლებმა საფინანსო დოკუმენტაცია და სეიფი ამოიღეს

© Sputnik / Alex Shlamov Rustavi2-ის შენობა
 Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას აკეთებდნენ „რუსთავი2“-ის შენობაში გამომძიებლები, ამის შესახებ პროკურორმა ისაუბრა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პროკურატურის გამომძიებლებმა დაასრულეს მუშაობა კომპანია „ინტერ მედიას“ ოფისში, რომელიც მისი დამქირავებელი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შენობაში მდებარეობს, ამოიღეს საფინანსო დოკუმენტაცია და სეიფი, იუწყება ტელეარხი.

საქმე ეხება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

„დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებსაც" – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა >>

პროკურატურა „რუსთავი2“-ის კონტრაქტორებით - „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუს“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ორივე კომპანიას ხელმძღვანელობს ერთი ადამიანი - ზურაბ იაშვილი, მაგრამ მფლობელები სხვადასხვაა.

პაატა სალია - Sputnik საქართველო
პაატა სალია ნიკა გვარამიასთვის 5 მილიონის გადახდას არ აპირებს

2014 წელს დარეგისტრირებული კომპანია „ინტერ მედია პლუს“ ეკუთვნის კომპანიას „მედია გრუპ მენეჯმენტი“ და ზურაბ ანჯაფარიძეს. ხოლო კომპანია „ინტერ მედია“ 2016 წელს დარეგისტრირდა. ის ეკუთვნის ირაკლი ბურძგლას ზურაბ გუმბარიძესა და მიშა მშვილდაძეს.

„ამოღებული იქნა შპს „ინტერმედია პლიუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დოკუმენტების შინაარსზე ვერ გესაუბრებით. უბრალოდ, ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტაცია ეხება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას. ასევე ამოვიღეთ ჩაკეტილი სეიფი, რომელიც უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა გაიხსნას“, - განაცხადა პროკურორმა ლაშა აბულაძემ.

ბოლო დღეებში გამოკითხულია ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ იაშვილი, ასევე „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. გვარამიამ აღძრულ საქმეს აბსურდული უწოდა, ხელისუფლება „რუსთავი2“-ის მიტაცების და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორების მცდელობაში დაადანაშაულა. ასევე მან ტელეკომპანიის ამჟამინდელ გენერალურ დირექტორს შეურაცხყოფა მიაყენა.

ვინ არის ნიკა გვარამია >>

გვარამიას მიმართ ნიჟარაძის ძირითადი პრეტენზიები უკავშირდება „რუსთავი2“-ის ურთიერთობებს პრომოუტერულ კომპანიებთან. ნიჟარაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ როდესაც კომპანიას გაეზარდა საოპერაციო ხარჯები და საჭირო იყო რეკლამით მიღებული მეტი შემოსავლების ინტეგრირება, გვარამიამ კომპანია „ინტერ მედიასთან“ ფიქსირებულ შემოსავალზე კონტრაქტი გააფორმა. ამით ტელეკომპანიას ზარალი მიადგა, ხოლო „ინტერ მედიას“ შემოსავლები გაეზარდა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„მოვყევი ის, რაც მახსოვდა" – ნიკა გვარამია გამომძიებლებთან შეხვედრაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში 18 ივლისიდან აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ამის შემდეგ „რუსთავი 2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. 18 ივლისსვე ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს >>

სალია „რუსთავი2“-ის საფინანსო დოკუმენტაციას უკვე გაეცნო და ის აცხადებს, რომ სიტუაცია სავალალოა, რადგან თანხა ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის ხელფასის გასასტუმრებლად არ არის საკმარისი.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ფულის მითვისების საქმეს სალიაც განცხადება ერთვის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0