ტელეკომპანია „იმედი“: გაუგებარია ჩვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები

© photo: Sputnik / Stringerქართული ტელეარხების მიკროფონები
ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელევიზია განმარტავს, რომ როდესაც ფინანსთა სამინისტრომ მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, „იმედმა" „უმოკლეს ვადებში" წარადგინა დავალიანების გადახდის გრაფიკი და მიმდინარე გადასახადის გადახდა დაიწყო.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „იმედი" ტელევიზიების გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტელევიზია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ორმაგი სტანდარტის გამო, რომელიც ბოლო დღეებში განვითარდა.

23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ გააფრთხილა და ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში ტელევიზიების მხარდამჭერი აქციები იმართება

ტელევიზია განმარტავს, რომ როდესაც ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, „იმედმა“ „უმოკლეს ვადებში" წარადგინა დავალიანების გადახდის გრაფიკი და მიმდინარე გადასახადის გადახდა დაიწყო.

„გაუგებარია ჩვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის – ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ „რუსთავი 2“-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრაციულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითიც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედი“ ამტკიცებს, რომ მიუხედავად „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებისა, „იმედი“ დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას, ვიდრე „კრიტიკულ მომენტამდე“ არ მივიდა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე“, – წერია „იმედის“ განცხადებაში.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების „TV პირველის“, „კავკასიისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს ინკასო დაედო. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ მიიღო.

საგადასახადო სამსახურმა სამი ტელეკომპანიის ანგარიშებიდან თანხები ჩამოწერა>>

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანებების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით პირველად 14 აგვისტოს მიმართა. „რუსთავი 2“-ის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მაშინ 28 მილიონი ლარი იყო, ტელეკომპანია „იმედის“ – 19 მილიონი ლარი, „მაესტროსი“ კი 8 მილიონ ლარს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0