ჩინოვნიკები ბაკურიანში არსებულ ვითარებას გაეცნენ

© photo: Bakuriani / FBბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანში გაიმართა იმ უწყებების ხელმძღვანელთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ტურიზმის სფეროს

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა თეიმურაზ გამცემლიძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არის.

უფრო დიდ სიმაღლეებზე: ბაკურიანში ახალი საბაგირო გზები გაჩნდება>>

ზამთრის სეზონი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ძირითადად დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

„კურორტები მზად არის. სასრიალო არეალი მოწესრიგებულია, უსაფრთხოების ყველა სისტემა, საბაგიროები მწყობრშია, გავლილია ყველა შემოწმება. ჩვენ გადავამზადეთ როგორც სამაშველო, ასევე საბაგიროს პერსონალი. დავამატეთ ახალი გონდოლები. წინასწარ საკმაოდ ბევრი სეზონური აბონემენტი გაიყიდა, რაც საშუალებას მოგვცემს, სეზონის დროს სალაროებთან დიდი რიგები აღარ იყოს", - მოჰყავს თეიმურაზ გამცემლიძის სიტყვები კომპანიის პრესსამსახურს.

გამცემლიძე, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები ბაკურიანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. მათ შეამოწმეს საბაგირო გზები, სანიტარული წერტილები და ავტოსადგომები.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სეზონისთვის მთის კურორტების მზადყოფნა არის ძირითადი ამოცანა

ბაკურიანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

„ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მიიღოს უფრო მეტად გაზრდილი ტურისტული ნაკადი. აქ ჩვენ ვიმყოფებით სხვადასხვა უწყებასთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმის სექტორთან, რომ ერთიანი ძალებით წლევანდელი ზამთარი გამორჩეულად წარმატებული გვქონდეს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბაკურიანი წლევანდელ სეზონს სამი ახალი საბაგირო გზითა და სათხილამურო ტრასით შეხვდება. ეს საბაგირო გზები აგებულია სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც საქართველოში 2023 წელს გაიმართება.

საქართველო სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადება>>

თეთნულდის კურორტზე გაჩნდა კავკასიონის საორიენტაციო რუკა და ენერგოეფექტური საზოგადოებრივი სივრცეები.

გუდაურში კი წელს დაიწყება პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0