გახარია: სეზონისთვის მთის კურორტების მზადყოფნა არის ძირითადი ამოცანა

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე ზამთრის სეზონისთვის კურორტების მზადყოფნაზე საუბრობს.
გახარია: სეზონისთვის მთის კურორტების მზაობა არის ძირითადი ამოცანა
„უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით, სად ვართ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილში, რა მდგომარეობაში გვაქვს გზები. ყოველ წელს არის ერთი და იგივე პრობლემები. ყველა უწყებამ გვითხრას თავისი მიმართულების შესახებ, რათა სეზონის გახსნისთვის მაქსიმალური მზაობა გვქონდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრაზე გაიწერა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0