20 დეკემბრამდე ვენერა თხის რქის ნიშანში იქნება. ამ პერიოდში ადამიანები გრძნობების გამომჟღავნებაში თავშეკავებული იქნებიან, სიყვარულის საკითხებში მეტი კონკრეტულობისა და პრაქტიკულობის მოთხოვნილება ექნებათ. თუ ამ პერიოდში დაიწყება რომანტიკული ურთიერთობები, შეიძლება საუბარი სერიოზულ და ხანგრძლივ კავშირზე.
20 დეკემბრიდან ვენერა მერწყულის თანავარსკვლავედში გადავა. ადამიანები უფრო გულისხმიერი გახდებიან, ადვილად წავლენ კონტაქტებზე. ინტერესი შეიძლება გაჩნდეს ინტელექტუალური ურთიერთობებისას, ხოლო მეგობრული კავშირი, შესაძლოა, სასიყვარულოდ გადაიქცეს.
ვერძი
თქვენი ემოციები თბილი და ძლიერია, მაგრამ ხანდახან, შესაძლოა, გრძნობების გამომჟღავნებისას ზედმეტად დაჟინებული იყოთ და ამან პარტნიორი გააღიზიანოს. თავისუფლების დიდი მოთხოვნილებაა და დროდადრო თქვენც გჭირდებათ განმარტოება.
ინტენსიური სასიყვარულო განცდების წყალობით, შესაძლოა, შთაგონება გეწვიოთ და თავი შემოქმედებაში, ხელოვნებაში გამოხატოთ. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გრძნობას არ იზიარებდნენ, სიყვარული თქვენს შემოქმედებით ენერგიას ძალასა და მიზანმიმართულებას შესძენს.
კურო
სიყვარული მთლიანად შეგიპყრობთ. გრძნობებს ღიად გამოხატავთ, თქვენი ლტოლვა ბუნებრივი, უშუალოა, ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან ჰარმონიულია, სირთულეების გარეშე.
20 დეკემბერის შემდეგ ვითარება რამდენადმე გართულდება. შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს. უნდა გაუფრთხილდეთ ურთიერთობებს. ეცადეთ საუბრისთვის საერთო თემები მოძებნოთ.
ტყუპი
20 დეკემბერამდე სასიყვარულო სფეროში ყველაფერი წყნარად, მშვიდად, ემოციებისა და თავგადასავლების გარეშე იქნება. ანუ, ურთიერთობებში ნეიტრალური პერიოდია.
20 დეკემბერის შემდეგ სიტუაცია უჩვეულო და საინტერესო მიმართულებით შეიცვლება - იგრძნობთ შინაგან თავისუფლებას, სიხარულს და თავდაჯერებულობას. იდეალური პერიოდი იქნება მეგობრული, სასიყვარულო, ოჯახური ურთიერთობებისთვის.
კირჩხიბი
პარტნიორის მიმართ გაუთავებელ მოთხოვნებსა და განწყობის ხშირ ცვლას ურთიერთობებისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. ამას, შესაძლოა, ეჭვიანობაც დაემატოს, თან - უსაფუძვლო. ეს ყველაფერი დაძაბულობის საფუძველი გახდება.
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>
20 დეკემბერის შემდეგ ვითარება შეიცვლება. გამოიყენეთ ეს პერიოდი პარტნიორთან ერთად გონივრული გართობისა და აქტიური დასვენებისთვის. გექნებათ შანსი, რომ ურთიერთობები მოაგვაროთ, გვერდით საიმედო ადამიანი დაიყენოთ.
ლომი
გაკლიათ თავდაჯერებულობის შეგრძნება, მაგრამ ამ პერიოდში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის ძალზე მიმზიდველი ხართ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია ემოციების მართვის კონტროლზე, ურთიერთობებში გაჩენილ სტრესულ ვითარებებთან გამკლავების უნარზე.
20 დეკემბრის შემდეგ ურთიერთობები შეიძლება დაზარალდეს, თუ წინა პლანზე საკუთარ ინტერესებსა და მოსაზრებებს დააყენებთ. მოსალოდნელია იმედგაცრუებები, წყენა. ასტროლოგები არ გირჩევენ ექსტრავაგანტულობას, რაც ცუდ გემოვნებად შეიძლება შეფასდეს.
ქალწული
თქვენი გარშემომყოფები და საყვარელი ადამიანი დიდად დააფასებენ თქვენს ნიჭსა და პირად თვისებებს, თუმცა, ამისთვის გარკვეული პირობები თავად უნდა შექმნათ. ბედნიერი შემთხვევა ან ვითარება დაგეხმარებათ პირადი ურთიერთობები გაუმჯობესებაში ან სხვა სახის წარმატების მიღწევაში.
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული>>
წარმოადგინეთ საკუთარი ნიჭი, პირადი თვისებები. შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადღების მიქცევა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ სიყვარულისა და ყურადღების გამომჟღავნებას საყვარელი ადამიანის მიმართ, რომელიც ამითვე გიპასუხებთ.
სასწორი
იგრძნობთ სიმხნევეს, ხოლო თქვენი საყვარელი ადამიანი სათანადოდ შეაფასებს თქვენს გაზრდილ მომხიბვლელობასა და გამოცოცხლებულ იერს. თვის პირველი ნახევარი, შესაძლოა, რამდენადმე დაძაბული იყოს.
20 დეკემბრიდან თქვენი მომხიბვლელობა და დელიკატურობა საყვარელი ადამიანის ყურადღების გარანტია იქნება. გამოიყენეთ ეს პერიოდი რომანტიკული ურთიერთობებისა და ოჯახური კავშირების ჰარმონიზაციისთვის. არ არის გამორიცხული სასიყვარულო ავანტიურები. მიიღებთ უამრავ ქათინაურს, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა არ გემუქრებათ.
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს>>
მორიელი
ხელსაყრელი პერიოდია 20 დეკემბრამდე. დიდ სიხარულს მოგიტანთ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები. ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობების მოწესრიგებისთვის, ოჯახურ ან წყვილთა კავშირში თანხმობისა და სიმშვიდის დამყარებისთვის.
კარგი პერიოდია ნიშნობისთვის, დაქორწინებისთვის, საკუთარი გრძნობების გამოხატვისთვის. ასავე, შეგიძლიათ გააანალიზოთ საკუთარი გრძნობები, ურთიერთობების პერსპექტივები, რადგან ახლა სწორად აფასებთ პარტნიორს და მის თქვენდამი დამოკიდებულებას.
მშვილდოსანი
პირადი ურთიერთობებისთვის საკმაოდ მშვიდი პერიოდია. შესაძლოა, მოიწყინოთ კიდეც, როდესაც სხვის თავბრუდამხვევ რომანს დაინახავთ. 20 დეკემბრის შემდეგ პირად ურთიერთობებში უფრო აქტიური გახდებით. პარტნიორს, შესაძლოა, სხვა მხრიდან შეხედოთ.
შეიძლება, პარტნიორი თავიდან შეგიყვარდეთ კიდეც, ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ (შესაძლოა, ერთი ნახვითაც კი). კარგი პერიოდია ურთიერთობების ახალ დონეზე გადასაყვანად. ოჯახისა და ბავშვების დაგეგმვისთვის.
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>
თხის რქა
კარგი პერიოდია საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისთვის, ნიშნობის, ქორწინებისთვის, სტუმრების გამასპინძლებისთვის, საოჯახო დღესასწაულების გამართვისთვის. გიზიდავთ რომანტიკული პარტნიორები და უარს არ იტყოდით მათი რიცხვის გაზრდაზე. შესაძლოა, მოულოდნელი სიყვარულიც გეწვიოთ.
გარშემომყოფების მიმართ კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი ხართ. ეს გეხმარებათ ახალი კონტაქტების დამყარებაში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. 20 დეკემბრამდე პერიოდი საკუთარ თავზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. 20-ის მერე კი შეაჯამებთ თვეს - უნდა გიხაროდეთ თუ გწყინდეთ - ამას თვის პირველი ნახევრის პოტენციალის გამოყენების მიხედვით მიხვდებით.
მერწყული
ამ თვეში განსაკუთრებულად გიზიდავთ გართობა, რომანტიკული და სასიყვარულო კავშირები. ეს, შესაძლოა, არაერთმნიშვნელოვნად აისახოს უკვე არსებულ ურთიერთობებზე. გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა და ეს, შესაძლოა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებისას წარმატებით გამოიყენოთ.
20 დეკემბრის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობების გამტკიცების, პარტნიორისთვის რაც შეიძლება მეტი სიხარულის მინიჭების სურვილი გაგიჩნდებათ. ეს კარგი პერიოდია სიყვარულის, ქორწინების, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან მეგობრობის გამტკიცებისთვის.
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>
თევზები
ყურადღების ცენტრში ექცევით, პირადი მომხიბვლელობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიქცევაში გეხმარებათ. ამას დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ. რომანტიკა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.
თქვენი გრძნობები უფრო შესამჩნევი გახდება, განსაკუთრებით, 20 დეკემბრამდე პერიოდში. ამ პერიოდში ნეგატიური ტენდენციებია ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულება საკუთარი სისუსტეების მიმართ და სიამოვნებების გაძლიერებული დევნა.