თბილისში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადაიყვანენ

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე
აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მაცხოვრებლები აფეთქებით დაზიანებულ სადარბაზოში ნივთების ასაღებად შესვლას

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხუთ ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ, იუწყება პირველი არხი დიდუბის რაიონის გამგებელზე, ირმა ზავრადაშვილზე დაყრდნობით.

გაზის ახალი აფეთქება თბილისში: დანგრეულია რამდენიმე ბინა >>

აფეთქება ორშაბათს საღამოს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მოხდა.

„აფეთქება მოხდა ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, სამოთახიან ბინაში. აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებულია მეხუთე სართული და მეოთხე სართულის ნაწილი. ამ ეტაპისთვის პირველ სადარბაზოში, სადაც მოხდა აფეთქება, თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, არცერთ მოსახლეს შიგნით არ შევუშვებთ. გათიშულია ყველანაირი კომუნიკაცია, დენი, გაზი, წყალი“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
გუგა ქაშიბაძე - Sputnik საქართველო
აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გამგეობა სასტუმროში მხოლოდ ხუთ ოჯახს გადაიყვანს, დანარჩენებს კი აქვთ ალტერნატიული წასასვლელი.

უცნობია, როდის შეძლებენ მაცხოვრებლები დაზიანებულ სადარბაზოში ნივთების ასაღებად შესვლას, რადგან მანამდე საფრთხის შემცველი ელემენტების ჩამოხსნა და მეოთხე სართულის ე.წ. დამჭერებით გამაგრება უნდა მოხდეს.

რაც შეეხება დანარჩენ სადარბაზოებს, გამგებლის თქმით, იქ დაზიანებები არ არის, და მოსახლეობას შეუშვებენ ალტერნატიული შესასვლელის მოწყობისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდეგ.

დიდუბის რაიონის გამგებლის თქმით, ადგილზე მობილიზებულია გამგეობა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, ლაბორატორია, სამშენებელო კომპანიები, შსს, საპატრულო პოლიცია, გაზისა და დენის მიმწოდებელი კომპანიები.

შსს: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა >>

სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, 77 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე მდგომარეობით დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

 

ყველა ახალი ამბავი
0