11:03 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ვიდეო

გაზის ახალი აფეთქება თბილისში: დანგრეულია რამდენიმე ბინა

მოკლე ბმულის მიღება
165 0 0
© Sputnik /

აფეთქება ორშაბათ საღამოს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მოხდა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. სახლის მეორე მხარეს აფეთქების შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი ბზარი, მეზობელ კორპუსებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, იუწყება შემთხვევის ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ამავე სადარბაზოში მეოთხე და მესამე სართულებზე კიდევ რამდენიმე ბინაა დანგრეული. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, კუთხისაა.

პოლიციამ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტა. აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობით დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

 

მეტი ვიდეო

მთავარი თემები