აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. სახლის მეორე მხარეს აფეთქების შემდეგ გაჩნდა უზარმაზარი ბზარი, მეზობელ კორპუსებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, იუწყება შემთხვევის ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ამავე სადარბაზოში მეოთხე და მესამე სართულებზე კიდევ რამდენიმე ბინაა დანგრეული. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, კუთხისაა.
პოლიციამ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტა. აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობით დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.