თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაშავებული მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.